in

შხეფი – შუშხუნა ლიმონათის წარმოების ისტორია

კომპანია, რომელზეც დღეს მოგიყვებით, ქართულ პროდუქტს ქმნის და ქართული ხარისხიანი ნაწარმის განვითარებას უწყობს ხელს. თქვენ ეს სახელი მაღაზიის თაროებზე აუცილებლად გექნებათ შემჩნეული და ალბათ ბევრჯერაც დაგიგემოვნებიათ როგორც ცივი, გემრიელი და გამაგრილებელი სასმელი. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ მოგიყვეთ მის შესახებ.

ლიმონათი „შხეფი” პირველად 2000 წელს გამოჩნდა. ეს ის წლებია, როდესაც ბაზარზე თავის დამკვიდრება არც ისე ადვილი იყო. როგორც დამფუძნებელი, მალხაზ ხარშილაძე იხსენებს, ამ პერიოდში ხარისხიანი პროდუქციის ნაკლებობა იყო და „შხეფს” მიზნად დაუსახავს ისეთი ლიმონათის შექმნა, რომელიც ნატურალურ ინგრედიენტებს გამოიყენებდა.

„მაშინ იწარმოებოდა მხოლოდ ძალიან იაფფასიანი, ფალსიფიცირებული გაზიანი სასმელები. იდეაც აქედან გაჩნდა – რატომ არ უნდა იყოს ქვეყანაში ნატურალური ხილის არომატისგან დამზადებული სასმელები და დავიწყეთ მხოლოდ ნატურალური არომატები და წარმოიდგინეთ, ტარხუნის ლიმონათს მწვანე ფერს არ ვუკეთებდით, რადგან საღებავი არ ყოფილიყო პროდუქტში, თუმცა ასეთ პროდუქტებს აკლდა სტაბილურობა და ბევრ პრობლემებს გვიქმნიდა. დროთა განმავლობაში ყველაფერი დაიხვეწა და დღეს სტაბილური პროდუქციის წარმოება პრობლემას აღარ წარმოადგენს”.

„შხეფი” მუდმივად იმის ცდაშია, რომ კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავდეს. მას შესწავლილი აქვს თავისი სეგმენტი და ცდილობს, იმედი არასოდეს გაუცრუოს. რაც შეეხება გუნდს, ამჟამად 20 ადამიანი მუშაობს და კიდევ ფიქრობენ კადრების დამატებას, განსაკუთრებით, გაყიდვების მიმართულებით. 

ექსპორტი

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში „შხეფი” მხოლოდ ქართულ ბაზარზე ოპერირებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ექსპორტზე გასვლაც შეძლო და დღეს უკვე რამდენიმე ქვეყანაში იყიდება მისი პროდუქცია. 

ჩვენი კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს ექსპორტის მიმართულებას და ამ მხრივ კარგი გამოცდილება დაგვიგროვდა ისეთ რთულ  ბაზრებზე როგორიცაა ისრაელის, ამერიკის,  საბერძნეთის ბაზრები და ამავე დროს საამაყოა, როცა საქართველოში წარმოებული პროდუქცია იყიდება ასეთ განვითარებულ ქვეყნებში და იქაც ჩვენს პროდუქტს სიამოვნებით მიირთმევენ ქართველი ემიგრანტები”.

როგორც აღმოჩნდა, ექსპორტზე გასვლის შემდეგ, დიდი მოთხოვნა გაჩნდა მინის ბოთლებით წარმოებაზე, ამიტომ ახლა მიმდინარე გეგმად სწორედ მინის ბოთლებში ჩამოსხმული პროდუქტის წარმოება აქვთ. კომპანია ამ ეტაპზე 10-მდე ლიმონათის სახეობას აწარმოებს და ახლო მომავალში ფიქრობს ახალი გემოების დამატებასაც, რაზეც ასევე აქტიურად მუშაობს გუნდი. 

ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ კომპანია უკვე 4 წელია, საქართველოს ბანკთან პარტნიორობს. ამ პარტნიორობის ფარგლებში, ბანკისგან მიიღო ინვესტიცია, რომელიც შხეფს საწარმოს გაუმჯობესებაში, საჭირო ნედლეულისა და სხვა რესურსების მოპოვებაში დაეხმარა. ეს თანამშრომლობა ისევ გრძელდება და შხეფში იმედოვნებენ, რომ ეს მათ მეტი წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ. 

საქართველოს ბანკმა ახლახან ახალი კამპანია Made In Georgia წამოიწყო, რომლის მიზანიც, ქართული ბიზნესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობაა. კამპანიაში ჩართული კომპანიები ბანკისგან სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით ისარგებლებენ მათთვის საჭირო სერვისებზე. ამავე კამპანიის ფარგლებში საქართველოს ბანკმა დაამზადა სტიკერების ნაკრები, რომლის გადმოწერაც კომპანიას შეუძლია და ეს სტიკერი მიანიშნებს, რომ პროდუქცია საქართველოშია დამზადებული.

კამპანიაში ჩასართავად საჭიროა, რომ წარმოადგენდეთ ადგილობრივ ბიზნესს და გქონდეთ საქართველოს ბანკის ბიზნესანგარიში.

Comicsland — პლატფორმა, რომელიც საკუთარი კომიქსის პერსონაჟად გაქცევთ

რა უნდა გაითვალისწინოთ გასაუბრების ჩატარებისას?