in

კარავი წყალზე – Shoal Tent

veon
veon

დედამიწის 70% წყლითაა დაფარული, ახლა კი, შეგიძლიათ წყალზეც დაბანაკდეთ. რადგან უკვე არსებობს Shoal Tent – კარავი, რომლის გაშლაც წყალზე შეგიძლიათ. ის შეიძლება იქცეს თქვენს საწოლად წყალზე, ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ, რომელსაც თქვენ ქვეშ გაშლილი ტბა, ან მდინარე ირეკლავს. Shoal Tent ამერიკული კომპანია SmithFly-ის პროდუქტია.

კარვის სტრუქტურა საკმაოდ მდგრადია. ის უძლებს ქარსა და წვიმას, ხოლო მისი ქვედა ნაწილი, ანუ, რითაც წყალზე დგას დატუმბული სამმაგი ბალიშისგან შედგება, აქედან ორი ქვედა სტრუქტურაშია, ხოლო მესამე კარვის „იატაკის“ ფუნციას ითავსებს.

კარავში 6 ადამიანი თავსდება. დაკეცილ მდგომარეობაში, სპეციალურ ჩანთასთან ერთად, მისი წონა 58 კილოგრამამდეა. ფასი კი 1499 დოლარია. 

ჯეფ ბეზოსი Amazon-ის აქციებს ყიდის და ფულს კოსმოსურ კომპანიაში აბანდებს 

iSpace: „ბრწყინვალე არჩევანი iPhone-ის მოყვარულთათვის“