3
Nov
2017

ფეხსაცმელი, რომელიც ზომაში იზრდება, ბავშვის ფეხთან ერთად!

3 Nov 2017

veon
veon


მსოფლიოს გარშემო, 300 მლნ-ზე მეტი ბავშვია ფეხსაცმლის გარეშე, უფრო მეტი, ვისაც აღარ ეტევა ის, რაც აქვს, რადგან მოზარდის ფეხი ძალიან სწრაფად იზრდება. ფეხსაცმლის უქონლობა ბავშვებს არამხოლოდ გადაადგილებაში უქმნის დაბრკოლებას, არამედ, სხვადასხვა დაავადების მიზეზიც ხდება. ზომაში მზარდი ფეხსაცმლის შექმნის იდეა კენტონ ლის კენიაში მუშაობისას გაუჩნდა, როდესაც დაინახა გოგონა, რომელსაც პატარა ზომის ფეხსაცმელი ჰქონდა მორგებული. ფეხსაცმელი ეკოლოგიურად სუფთაა, გამძლე და დიდხანსაც ერგება ბავშვს. დღესდღეობით, მზარდი ფეხსაცმლის 75 000 წყვილი 80 ქვეყანას მიეწოდება.

 

განხილვა