მაღალი ცათამბრჯენებით სავსე ნიუ-იორკში ახალი შენობა გაიხსნა. გარდა იმისა, რომ იგი დასავლეთ ნახევარსფეროში 1 428 ფუტი სიმაღლით მეორე ადგილზეა, ყველაზე „გამხდარი“ ცათამბრჯენის წოდებაც, სიმაღლისა და სიგანის 24:1-ზე შეფარდებით, მიიღო.
საცხოვრებელი ცათამბრჯენის დიზაინზე SHoP Architects-მა იმუშავა. ხოლო ქალაქის ხედით ტკბობა, ცათამბრჯენის ჩრდილოეთით ცენტრალური პარკისა და სამხრეთით, მანჰეტენის მხარეს, „შუშის ფარდების“ დახმარებითაა შესაძლებელი. პირველივე შეხედვისთანავე კი, ცათამბრჯენის ბრტყელი დაბოლოებითა თუ ბრინჯაოს აქცენტების მქონე ტერაკოტას ფილებით, მიხვდებით, რომ ეს საკმაოდ ძვირადღირებული ნაგებობაა. შესაბამისად, იგი დასავლეთით 57-ე ქუჩაზე, „მანჰეტენის მილიარდერთა რიგში“ არის აღმართული.












