in

shop.tegetamotors- „თეგეტა“ მომხმარებელს ახალ ონლაინ კატალოგს სთავაზობს

„თეგეტამ“ მრავალფუნქციური პორტალი „shop.tegetamotors“  შეიმუშავა, რომელიც პრაქტიკული პლატფორმაა მომხმარებლისთვის და წარმოადგენს ავტოსათადარიგო ნაწილების ონლაინ კატალოგს. დღეისათვის კატალოგში წარმოდგენილია  საბურავებისა და აკუმულატორების სრული ასორტიმენტი.

BOG
BOG

ონლაინ კატალოგის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს სასურველი პროდუქტი, მოიძიოს რომელ ფილიალში და რა ფასადაა მისი შეძენა შესაძლებელი. კატალოგის ნახვა შესაძლებელია მისამართზე shop.tegetamotors.ge მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ. „თეგეტა ქარდის“ მფლობელები კი პროდუქციის ფასს მათი ბარათის შესაბამისი ფასდაკლებით იხილავენ.

უახლოეს მომავალში საიტზე იგეგმება „თეგეტას“ მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი  სრული პროდუქციის განთავსება, როგორც ავტო სათადარიგო ნაწილების, ასევე საავტომობილო აქსესუარების მიმართულებით.

„თეგეტა“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილის სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

[R]

ნათია ჩალაძე – #პირველისამსახური

„ანტიშფოთი“ – ფიქრის არასტანდARTული საშუალება – ტანსაცმელი და აქსესუარები ქართველი მხატვრისგან