„ონლაინ“ სექსშოპს Shop69.ge ახალი, Candy კატეგორია აქვს. ბრენდი, მომხმარებელს, სხვადასხვა ზომის თეთრი და შავი შოკოლადის ფიგურებს სთავაზობს. აქვთ რომისა და ყავის არომატით, თავად შოკოლადი იტალიიდან ჩამოაქვთ და პროდუქციას საქართველოში აწარმოებენ.
Shop69-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიცა გიგაური გვიყვება, რომ „ონლაინ“ მაღაზიაში ტკბილეულის კატეგორიის დამატების იდეა რამდენიმე წლის წინ გაუჩნდათ.
„სხვა ქვეყნებში მოგზაურობისას, სულ ვეძებთ იდეებს, რომელიც შეიძლება, Shop69-ზე დავამატოთ, უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო რომ გახდეს ჩვენი ბრენდი. ასე იყო ტკბილეულის შემთხვევაშიც. დაახლოებით, 3 წლის წინ, ამსტერდამში ვნახეთ „ქენდი შოპი“, სადაც სხვადასხვა ზომისა და ფორმის შოკოლადის ფიგურები იყიდებოდა. მას შემდეგ, გვინდოდა, ჩვენც დაგვემატებინა „ქენდის“ კატეგორია. მაშინ Shop69, დაახლოებით, ერთი წლის გახსნილი გვქონდა. დავიწყეთ ამ იდეაზე ფიქრი, დამუშავება, მომწოდებელი ქვეყნის შერჩევა. ნელ-ნელა მოვიყვანეთ სისრულეში ჩვენი ჩანაფიქრი – დაახლოებით, 2 თვეა, Shop69-ზე ტკბილეული დავამატეთ“.
თავად პროდუქციაზე რომ გვიამბოთ . . .
ნიცა გიგაური: ჯერჯერობით, ყავისა და რომის არომატის შავი და თეთრი შოკოლადი გვაქვს. ვაპირებთ სხვა გემოებისა და ფერების დამატებასაც. ყველაფერს საქართველოში ვამზადებთ, თავად შოკოლადი კი იტალიურია.
მოთხოვნადია ახალი პროდუქტი?
მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მოთხოვნადია. პატარებთან ერთად, მომხმარებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა დიდი ზომის ფიგურები. და ეს იმ ფონზე, როცა არანაირი სარეკლამო კამპანია არ გვქონია. საახალწლოდ ვაპირებთ აქტიურ კომუნიკაციას ჩვენს ახალ პროდუქციაზე.
Shop69-ის გარდა, სად შეიძლება ამ შოკოლადების ყიდვა და რახან საახალწლო კამპანია ახსენეთ, ე.ი. კორპორაციული შეკვეთების მიღებაც შეგიძლიათ?
კი, რა თქმა უნდა, კორპორაციული შეკვეთებისთვისაც მზად ვართ. ჩვენი „ონლაინ“ მაღაზიის გარდა, იყიდება ჩვენს Facebook-სა და Instagram-ზე. ასევე – Extra.ge-ზე. ზოგადად, მათთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, ყველა ჩვენი პროდუქტი იყიდება ამ პლატფორმაზე და ბუნებრივია, გამონაკლისი არც „ქენდი“ იქნება.
გვაქვს განსაკუთრებულად ლამაზი შეფუთვები, სადაც მოთავსებულია ჩვენი შოკოლადები, რაზეც დიდი დრო და რესურსი დავხარჯეთ, იმისთვის რომ ულამაზესი და ესთეტიკური და ბრენდული სახით მიგვეწოდებინა მომხმარებლისთვის. ანუ ეს არ არის უბრალოდ სასაცილო შოკოლადი, არის სასაჩუქრედ ულამაზესი ვარიანტი, რა დროსაც გახსნის პროცესიც სასიამოვნოა. ღიმილი გარანტირებულია და გემრიელი დაგემოვნებაც – შესაბამისად.
სხვა სიახლეებს თუ გეგმავთ Shop69-ზე?
ყოველთვის ახალი სახის პროდუქტები შემოგვაქვს ჩვენს შოპზე, იქნება ეს თეთრეული, „ჰარნესები“, ფორმები თუ უფრო დიდებისთვის განკუთვნილი სათამაშოები.
გვაქვს კიდევ ერთი იდეა. თითქმის, დავასრულეთ მასზე მუშაობა და ძალიან მალე იხილავს მომხმარებელი. ჯერჯერობით, ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. თუმცა, ეს იქნება ძალიან საინტერესო ადგილი არა მხოლოდ ჩვენი მომხმარებლების, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის.
გვიხარია, რომ ჩვენი ბრენდის შეფუთვა და სახელი დადებით ემოციებს იწვევს ადამიანებში და არ აღიქმება როგორც რაღაც სექს-შოპი. ეს კი, დიდწილად, ჩვენი მხრიდან, პოზიტიურმა და ბუნებრივმა მიდგომამ, სასაცილო ვიდეოებმა და იუმორისტულმა მარკეტინგმა გამოიწვია.
[R]