in

გაიაქტიურე ნებისმიერი საკურიერო Shopify-ზე QuickShipper App-ით!

Startauperi
Startauperi

იცოდი, რომ QuickShipper App უკვე Shopify-ზეა და მაღაზიებს საკუთარ პლატფორმაზე, დამატებითი კოდის გარეშე, მარტივ ინტეგრაციას სთავაზობს?

QuickShipper ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს სასურველ კურიერთან აკავშირებს. პლატფორმაში უკვე ინტეგრირებულია ყველა წამყვანი საკურიერო კომპანია: გლოვო, ვოლტი, ონვეი, იზივეი და სხვა.

QuickShipper-ის მიზანი მომხმარებლებისთვისა და მაღაზიებისთვის დამატებითი კომფორტის შეთავაზებაა. QuickShipper app-ის დახმარებით, კომპანიებს შუძლიათ თავიანთ მომხმარებელს ნებისმიერი ტიპის მიტანის სერვისი შესთავაზონ – იქნება ეს 30 წუთში მიტანა, იმავე/მეორე დღეს ჩაბარება თუ საქალაქთაშორისო ტრანსპორტირება. 

QuickShipper-ის გამოყენება დღეიდან Shopify-ზე აწყობილ ვებ გვერდებშიცაა შესაძლებელი – QuickShipper app-ის გააქტიურება კი ძალიან მარტივია და კომპანიის მხრიდან სულ რაღაც 5 წუთი სჭირდება. კომპანიის ვებ-გვერდზე კი პროცესები არ იცვლება – მომხმარებელი სასურველ პროდუქტს ამატებს კალათაში. მეტიც, მისამართის შეყვანის შემდეგ, check out-ის გვერდზე საკურიერო კომპანიების შეთავაზებები რეალურ დროში ჩნდება, მომხმარებელი კი მარტივად ირჩევს, რომელი ტიპის სერვისით ისარგებლოს. 

App უკვე ბევრმა ქართულმა კომპანიამ გაიაქტიურა, მათ შორისაა „ადრენალინიც“. მათ ვებგვერდზე შოპინგისას, მისამართის მითითების შემდეგ მომხმარებელს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, ვინ და როდის მიუტანს შეკვეთას.

QuickShipper-ის უპირველესი მიზანი სწორედ მომხმარებელთა კმაყოფილებას დონის გაზრდაა. გამჭვირვალობა უზრუნველყოფილია, რადგან მომხმარებლებმა იციან, რომელი კურიერი ემსახურება მათ და რა ფასად, ხოლო ბიზნესებს მარტივად შეუძლიათ განაკვეთების მართვა და სურვილის შემთხვევაში მათი სუბსიდირება. 

მომხმარებლებს საშუალება აქვთ თვალი ადევნონ საკუთარი ამანათის ადგილმდებარეობას რუკაზე და რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია შეკვეთის სტატუსის შესახებ. ბრენდირებული კომუნიკაცია კი, ბიზნესს SMS-ის მეშვეობით საშუალებას აძლევს, მის იდენტობაზე მორგებული tracking და შეტყობინება გაგზავნოს, მიუხედავად არჩეული კურიერისა. 

მომხმარებელთა მხარდაჭერა ცენტრალიზებულია QuickShipper-ში. ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, მყიდველს აქვს შესაძლებლობა QuickShipper-ს დაუკავშირდეს, რაც ბიზნესებს ზედმეტი საზრუნავისგან ათავისუფლებს.

QuickShipper ანგარიშწორებასაც ამარტივებს და მომხმარებლისთვის კომფორტულ სერვისს ქმნის. ბიზნესები უშუალოდ QuickShipper-თან გადიან ფინანსურ საკითხებს და არა ცალკეულ კომპანიებთან. რამდენი საკურიერო კომპანიის სერვისიც არ უნდა გამოიყენოს მომხმარებელმა, ბიზნესს ანგარიშსწორება მხოლოდ QuickShipper-თან მოუწევს, რაც მათ დამატებით თავის ტკივილის აცილებს თავიდან. 

ასევე, QuickShipper გვთავაზობს სრულფასოვან ანალიტიკასაც. ის გვაწვდის ისეთ დეტალურ მონაცემებს როგორიცაა: ინფორმაცია კურიერზე, განვლილი მანძილი, გაწეული ხარჯები, მიწოდების ხანგრძლივობა და მომხმარებელთა რეიტინგები. ამ ანალიტიკის მეშვეობით გარდა ძირითადი KPI-ების კონტროლისა, კომპანიები იმასაც კი ზუსტად ნახავენ, რომელ უბნებშია მათი პროდუქტი ყველაზე პოპულარული.

თუ გაქვს ბიზნესი და შენი ვებგვერდი Shopify-ს პლატფორმაზეა აწყობილი, QuickShipper app-ის დახმარებით, ვებგვერდზე ნებისმიერი საკურიერო კომპანიის გააქტიურებას შეძლებ. გაიაქტიურე ფუნქციონალი ახლავე: https://apps.shopify.com/quickshipper-1.

დარეგისტრირდი და გაიაქტიურე წვდომა ყველა საკურიერო კომპანიაზე: https://dashboard.quickshipper.app/auth/register 

[პარტნიორის კონტენტი]

WhatsApp iOS-ის მომხმარებლებს პასკოდით ვერიფიკაციას სთავაზობს

25 აპრილს ჰუალინგ პლაზაში ნავნეს ყველაზე დიდი ფილიალი გაიხსნება!