in

შოპინგის მომავალი – UPDATE

veon
veon

დაჰირ ინსაატმა სუპერმარკეტის კონცეპტი მოიფიქრა, სადაც მყიდველებს საშუალება აქვთ, პროდუქტები მანქანიდან გადმოუსვლელად შეიძინონ. მისი სავაჭრო ჰოლი დაყოფილია სხვადასხვა განყოფილებად და თითოეული მათგანი მხოლოდ ერთ მანქანას ემსახურება. მომხმარებელი თავისუფალ ადგილას აჩერებს, სადაც სხვადასხვა პროდუქტის მოძრავი თაროები ხვდება. ამ შემთხვევაში, მარკეტინგულ ხრიკებს აზრი ეკარგება, რადგან ყველა პროდუქტი თანაბარ მდგომარეობაშია და შესაბამისად, მომხმარებელი ყოველგვარი ზეგავლენისგან დაცულია. შერჩეული პროდუქტები მოლარეს ეგზავნება და კალკულაციისა და ფულის გადახდის შემდეგ, შეფუთულ ნავაჭრს ფანჯრიდან იღებს მყიდველი.

სიღარიბე შობას

90-იანების ნოსტალგია