in

მეცნიერებმა შორეული გალაქტიკიდან მომავალი რადიოსიგნალი დააფიქსირეს

როგორ წარმოიქმნება ვარსკვლავები შორეულ გალაქტიკებში? უკვე დიდი ხანია, ასტრონომები ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რადიოსიგნალების გამოკვლევით ცდილობენ — უბრალოდ, ეს სიგნალები ძალიან სუსტია, როდესაც წარმომქმნელი წყარო დედამიწისგან ძალიან შორსაა. შესაბამისად, ამ სირთულის გადალახვა ჩვენი ამჟამინდელი ტელესკოპებისთვის სირთულეს წარმოადგენს და შორეული სიგნალების დაფიქსირება ძნელია.

M2
M2

ამის მიუხედავად, ახლად გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ინდოეთში მდებარე რადიოტელესკოპმა, GMRT, 21 სანტიმეტრი ტალღური სიგრძის სიგნალი დააფიქსირა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მეცნიერებმა ასეთ შორ დისტანციაზე შეძლეს ამხელა სიგნალის მიღება.

„გალაქტიკა სხვადასხვა სახის რადიოსიგნალს ასხივებს. ამ დრომდე მხოლოდ ახლოს მყოფი გალაქტიკებისგან შეგვეძლო სიგნალის მიღება, რაც ჩვენს ცოდნას ზღუდავდა. თუმცა გრავიტაციული ლინზირების ფენომენის წყალობით, სუსტი სიგნალის მიღება შევძელით რეკორდულად შორი მანძილიდან. ეს დედამიწიდან შორს მდებარე გალაქტიკების შესწავლაში დაგვეხმარება“, — ამბობს არნაბ ჩაკრაბორტი, კვლევის წამყვანი ავტორი.

ყველაფერი უფრო ცხადი რომ გავხადოთ და სიტყვა „რეკორდულს“ რეალური მნიშვნელობა შევძინოთ, დავკონკრეტდეთ: სიგნალის წყაროს SDSSJ0826+5630-ის სახელით ცნობილი გალაქტიკა წარმოადგენს, სადაც ვარსკვლავების წარმოქმნის აქტიური პროცესი მიმდინარეობს. რადიოსიგნალების დადგენით კი მეცნიერებმა მასში არსებული აირის ატომური მასა გამოთვალეს და როგორც აღმოჩნდა, ის ჩვენთვის ნაცნობი ობიექტების მასას თითქმის ორჯერ აღემატება.

ამასთან, ჯგუფის მიერ აღმოჩენილი სიგნალის წარმოქმნის დროს, სამყარო მხოლოდ 4,9 მილიარდი წლის იყო — შესაბამისად, მკვლევრებს საშუალება აქვთ, ადრეული სამყაროს საიდუმლოებებს გაეცნონ. „ეს 8,8 მილიარდი წლის უკან გადახვევის და წარსულში გახედვის ტოლფასია“, — აღნიშნავს ჩაკრაბორტი.

პაროლების ეპოქის დასასრული? — მათ ახალი ტექნოლოგია ჩაანაცვლებს

რის მიხედვით შეაფასებენ მომხმარებლები ბრენდებს, 2023 წელს?