in

დიზაინერმა ფანქრით დახატული ილუსტრაციებით თამაში შექმნა

თუ რაღაც განსხვავებული თამაში გსურთ, მაშინ ეს სტატია ბოლომდე ჩაიკითხეთ — Short Trip ინტერაქციული, ხელით დახატული თამაშია, რომლისთვისაც ავსტრალიელ თამაშების დიზაინერ ალექსანდერ პერინს 5 წელი დასჭირდა. პირველად 2017 წელს ჩაუშვა, როგორც უფასო თამაში ბრაუზერისთვის, თუმცა განახლებული ვერსია კიდევ უფრო დახვეწილს ხდის მას. 

BOG
BOG

და რაზეა ეს თამაში? მოკლედ, მთებში ტრამვაი უნდა წაიყვანოთ, თქვენი მგზავრები კი კატები იქნებიან. მათ ასაყვანად ჩვეულებრივ მარჯვენა და მარცხენა ღილაკებს გამოიყენებთ. აქ არც თავსატეხები შეგხვდებათ და არც ბოროტმოქმედი პერსონაჟები. უბრალოდ მოძრაობის რიტმს უნდა აჰყვეთ და პეიზაჟებით დატკბეთ.

მართალია, თავდაპირველი ვერსიის თამაშს კვლავ უფასოდ შეძლებთ, მაგრამ Steam-ის გამოშვება კონტროლერის მხარდაჭერასა და ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებლებს, რითაც მიმზიდველი ვარიანტია მათთვის, ვისაც ამ უნიკალური სამყაროს შესწავლა დიდ ეკრანზე ურჩევნია. იგი მოიცავს ახალ დაგეგმვის რეჟიმს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრამვაი განრიგის მიხედვით მოძრაობს და მოთამაშის კომპიუტერის საათთან სინქრონიზდება…

თამაშის ფანქრით შესრულებული ვიზუალები თითქოს ციფრული სამყაროსგან გაქცევას სთავაზობს მომხმარებლებს, რეალურად კი ტრადიციული გრაფიკის ტექნიკებს ციფრულ მედიუმში გვთავაზობს. და თავად რას იტყოდით თამაშზე, რომელიც თქვენს დროსა და ენერგიას კი არ ითხოვს, არამედ სურს, შეჩერდეთ და ისიამოვნოთ კატებთან ერთად მოგზაურობით?!

თუ ეს ვარიანტი თქვენთვის არ არის, შეგიძლიათ, Apple-ის წლის თამაშებს გადახედოთ.

მალე WhatsApp-ში ჯგუფის კონკრეტულ წევრებთან დარეკვას შეძლებთ

RAVEN-ის დრონს სიარული, ხტომა და ფრენა ჩიტივით შეუძლია