ოლივია როდრიგოს უახლესი მუსიკალური ვიდეორგოლი ასევე უახლესი iPhone 15 Pro-ს მეშვეობით გადაიღეს. Apple-ის კრეატიულმა სააგენტო TBWA/Media Arts Lab-მა კი „სცენის მიღმა“ კადრები ცალკეულ რეკლამად აქცია.
გრემის ჯილდოს მფლობელი მომღერალი ბრენდთან თანამშრომლობდა, რათა შურისძიების თემაზე დაწერილი სიმღერისთვის სრულმეტრაჟიანი მუსიკალური რგოლი შეექმნათ. თავის მხრივ, სააგენტოს მიზანი iPhone 15 Pro-ს „კინემატოგრაფიული ძალაუფლების განმტკიცება“ იყო, რასაც ვიდეოს გადაღების პროცესის კადრების ერთად შეკრებითა და ერთიან რეკლამად გარდაქმნით მიაღწია.
საბოლოდ, ნამუშევარი პროდუქტის სხვადასხვა მახასიათებელს თუ შესაძლებლობას აერთიანებს.