in

შეწყვიტეთ სქროლვა და დაიწყეთ ხატვა — აი, რა სურს Apple-ს

Apple-ის სურვილი ასეთია: სქროლვა უნდა შეწყვიტოთ და სკეტჩების ხატვა დაიწყოთ. ბოლოდროინდელი Shot on iPhone, Drawn on iPad-ის კამპანიაც ამას ეხება და სახლისო ელფერს სძენს iPhone-ით გადაღებულ ფოტოებს — ილუსტრატორებს პირდაპირ ფოტოებზე დახატვასა და ყოველდღიური მომენტების წარმოსახვით ჰიბრიდებად გარდაქმნას სთავაზობს. 

M2

გლობალური პროექტი iPhone-ით გადაღებულ 15 ფოტოს მოიცავს, რომლებიც მოგვიანებით iPad-ის, Apple Pencil-ისა და Procreate-ის დახმარებით ხელახლა წარმოიდგინეს. ამ უცნაური წამოწყებისთვის Apple-მა მთელი მსოფლიოდან 13 ფოტოგრაფი და რვა ილუსტრატორი დაიქირავა, მათ შორის ინდოეთიდან, კორეიდან, ტაილანდიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ამერიკიდან. 

არტისტებს შორის კი შემდეგ სახელებს ვკითხულობთ: Jason Nocito, Anais Wade, Rashid Sheriff, Serge Seidlitz, Spencer Gabor და Omkar Patil. ხელოვანთა მისია მომხმარებელთა დარწმუნება იყო იმაში, რომ შემოქმედებითი ხელსაწყოები მათ ხელთაა. უბრალოდ iPad და ცოტა წარმოსახვა სჭირდებათ. 

ამგვარად, მიღებული ნამუშევრები გვაჩვენებს, როგორ შეიძლება გადაიქცეს ქალაქსა თუ ბუნებაში არსებული პეიზაჟები უცნაურ, სასაცილო ან სიურრეალისტურ კადრებად სტილუსის გამოყენებით. 

Apple-ის კამპანიაზე TBWA\Media Arts Lab-მა იმუშავა. 

თიბისიმ პარტნიორი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისთვის ყოველწლიური ტრენინგები გამართა

იფიქრეთ, როგორც ჟურნალისტმა, თუ გსურთ, რომ თქვენი ამბავი გაშუქდეს