in

“მომსახურების მარკეტინგი” – შოთა ჩინჩალაძის სატრენინგო კურსი საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში!

2 ოქტომბრიდან, მომსახურების მარკეტინგით დაინტერესებულ ადამიანებს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში შოთა ჩინჩალაძის სატრენინგო კურსზე შეეძლებათ დასწრება. რეგისტრაცია 25 სექტემბერს სრულდება. მომსახურების მარკეტინგი ე.წ. “ტრადიციული” მარკეტინგის ერთგვარი შემადგენელი ნაწილია და სერვისის ორგანიზებასა და მომხმარებლამდე მისი სწორი და ეფექტური მიწოდების უნარებს მოითხოვს. დეტალებზე კურსის ავტორმა, შოთა ჩინჩალაძემ გვიპასუხა.

M: რა არის მომსახურების მარკეტინგი და რით განსხვავდება ის ტრადიციული მარკეტინგისგან?

თავისთავად მარკეტინგი და ბრენდინგი, მიუხედავად იმისა, რომ გაუცნობიერებლად უძველესი დროიდან არსებობს, ახალბედა მეცნიერებებია. ეკონომიკებში მომსახურების როლის ზრდასთან ერთად, პროდუქტებში გამოცდილი მარკეტინგის გურუები მიხვდნენ, რომ რაღაც ისე ვერ ხდებოდა, ის რაც აქამდე მუშაობდა საკმარისი აღარ იყო, ახლა მეტი დეტალების გაანალიზება და დამატებით ფაქტორებზე ფიქრი უწევდათ. შესაბამისად დროთა განმავლობაში დამუშავდა და დაიხვეწა მარკეტინგის „ქვედარგი“ – მომსახურების მარკეტინგი, რომელიც არსებულ, საბაზისო მარკეტინგს ახლებურად ხედავს.

M: რომელი სფეროს/პოზიციის წარმომადგენლებს წაადგებოდათ განსაკუთრებით ამ კურსის გავლა?

ეს კურსი განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც მომსახურების სფეროში საშუალო, ან მაღალი რგოლის მენეჯმენტში არიან დასაქმებულნი (მათ შორის კომპანიებში, რომლებიც B2B ბაზარზე მუშაობენ). ვფიქრობ, კურსი, მისი პრაქტიკულობიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად ბიზნესის მფლობელებსა და მარკეტინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს წაადგებათ. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ 21-ე საუკენეში, მარკეტინგი მხოლოდ 1 დეპარტამენტის საქმე ვერ იქნება. შესაბამისად, მომსახურების სფეროში მომუშავე ნებისმიერი ადამიანი აქ თავისი კომპეტენციის შესაბამის უნარებსა და გამოცდილებას შეიძენს.

M: როგორია ქართული პრაქტიკა მომსახურების მარკეტინგის მიმართულებით და რა ახალს შესძენს მონაწილეებს?

მომსახურების მარკეტინგი საქართველოსთვისაც ახალი ხილია. ეს არის მეცნიერება, რომელიც მარკეტინგს, როგორც ორგანიზაციის მართვის სრულყოფილ მოდელს აფასებს. ავტორები ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა ბრენდსა და მომხმარებელს შორის ჩნდება მაშინ, როდესაც ბრენდის დაპირება არ ემთხვევა მომხმარებლის მოლოდინს, ამას ჩვენ „მომსახურების აღსრულების ნაპრალს“ ვუწოდებთ. კურსის ძირითადი ნაწილი სწორედ ამ თემის გარშემო ტრიალებს: რა არის ამ ნაპრალის წარმოქმნის მიზეზები და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რათა რაც შეიძლება შევამციროთ ეს დაშორება მომხმარებელსა და ბრენდს შორის. ეს არის ერთადერთი კურსი, რომელიც მომსახურების მარკეტინგის პრინციპებზე თეორიისა და პრაქტიკის სინერგიით სპეციალიზირდება. კურსის განმავლობაში შევეცდები ჩემი 7 წლიანი, 40-ზე მეტ კომპანიასთან მუშაობის გამოცდილება მთლიანად გავუზიარო კოლეგებს.

M: როგორ შეიძლება შენს ტრენინგზე მოხვედრა?

ტრენინგი საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის დახმარებით იქმნება, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მათ მაგარ გუნდს. შესაბამისად ტრენინგზე რეგისტრაციაც მათსავე ვებ-გვერდიდან ძალიან მარტივად, ერთი ფორმის შევსებით შეიძლება.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მარკეტერს ვუთხრა უდიდესი მადლობა ჩვენი სფეროს მხარდაჭერისათვის.

“შემოდგომის ლეგენდა 2017-ის” შესარჩევი ეტაპი დაიწყო!

TEDxTbilisi-ს მეხუთე, საიუბილეო ღონისძიება 15 ოქტომბერს გაიმართება!