27
მარ
2018

შოთა მაჭავარიანი VTB-ს მარკეტინგისა და PR-ის სამსახურს უხელმძღვანელებს

27 მარ 2018

შოთა მაჭავარიანმა აბუდაბის მსხვილი კერძო საინვესტიციო ფონდის, ნიუ-იორკის წარმომადგენლობიდან „ვითიბი“ ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის პოზიციაზე გადაინაცვლა.

შოთა მაჭავარიანი: „ამერიკიდან ჩამოვედი რაღაც პერიოდით, ემირატებში მიწევდა სიარული ჩემი სამსახურიდან გამომდინარე და ბოლო ორი თვის განმავლობაში, თბილისიდან დავდიოდი ხოლმე. არ ვაპირებდი საქართველოში დარჩენას, თუმცა რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება მივიღე სხვადასხვა კომპანიიდან. ერთ-ერთი ვითიბი ბანკი იყო. მიხარია, რომ ვითიბის გუნდის წევრი გავხდი და მომეცა შესაძლებლობა, ჩემი წვლილი შევიტანო იმაში, რომ ბანკი კიდევ უფრო წარმატებული გახდეს ქართულ ბაზარზე“.

შოთა მაჭავარიანი საქართველოს ბანკისა და შემდეგში, ბანკ „რესპუბლიკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტებს ხელმძღვანელობდა: „ჩემი პირველი სამსახური კომუნიკაციების კუთხით, საქართველოს ბანკში იყო, პიარის დეპარტამენტს ვხელმძღვანელობდი. მე და სოფო ბალავაძემ ერთად დავიწყეთ მუშაობა (საქართველოს ბანკის PR-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად, Veon Georgia-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი) და დღემდე, ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი პერიოდია. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბანკ „რესპუბლიკის“ გუნდს შევუერთდი, ძალიან მენატრება ბანკ რესპუბლიკაში მუშაობის პერიოდი, სადაც ბევრი საინტერესო და წარმატებული პროექტი განვახორციელეთ“.

განხილვა