in

“ჭკუა და იღბალი” – შოთა მაჭავარიანი

shota machavariani

“რესპუბლიკა”  ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი  შოთა მაჭავარიანი განათლებით იურისტია. პირველი სამსახური წლების წინ, თვითმფრინავში შემთხვევითი ნაცნობობის შედეგად სახალხო დამცველის აპარატში გაეროს პროექტში დაიწყო. მაშინ პირველი ხელფასი 325 დოლარი ჰქონდა.

 shota machavariani

თვლის, რომ წარმატებისთვის საჭიროა ჭკუა და იღბალი. თავად  სამსახურში ათ საათს ატარებს. “ვიღვიძებ დილას 7 საათზე, 9 საათზე უკვე სამსახურში ვარ . ვწერ ბევრ მეილს და მაქვს ბევრი შეხვედრა. შემდეგ ლანჩი სადმე,  და ისევ სამსახური “

მისი თქმით სიამოვნებით იმუშავებდა ნიუ იორკის რომელიმე მსხვილ პიარ სააგენტოში.

shotiko machavarianiშოთა მაჭავარიანი საქართველოში, საკუთარი კომპანიის გარდა, ყველაზე წარმატებულად   “ ბენეტ & ბენეტ კაპიტალ”-ს მიიჩნევს. აქვს “iPhone 5” და არის “მაგთიკომის” აბონენტი. მართავს “Nissan Juke”-ს. მოსწონს “რესპუბლიკა” ბანკის რეკლამა, უარყოფითად აფასებს “მაგტიკომის “ ახალ რეკლამას. ბიზნეს სიახლეებს CNN-ისა და Fox News-იდან იღებს. უპირატესობას არხ “Fox  Live”-ს ანიჭებს. ყველაზე ხშირად  Ellen Degenerace Show,  David Letterman Show-ს უყურებს. ქართული ვებ გვერდებიდან მოსწონს “Marketer”-ი, უცხოურიდან კი “Thecoolhunter.net”. ყველაზე ხშირად სტუმრობს “ო მოდა მოდა”-სა და “პროსპექტს”

 

აუდი

ფეინთბოლი აუდის ავტომობილებით

Megan Fox-ი Acer-ის რეკლამაში დელფინებს ესაუბრება