ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უმღერია შხაპის ქვეშ. ზოგისთვის ეს მარტო დროის გაყვანა და გართობა კი არა, განსაკუთრებული რიტუალია, რელაქსის ან ძალიან სერიოზულ თემებზე დასაფიქრებლად. ასეა თუ ისე, საოპერო არიები, რეპის რეჩიტატივები ან სიტყვების გარეშე უბრალო ღიღინი ძალიან ბევრი სააბაზანო ოთახიდან ისმის. Shower Power ამ ჩვეულებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის – მისი ბლუთუზის საშუალებით, ნებისმიერი დივაისიდან ჩაირთავთ მუსიკას ან სიმღერას და მარტოს, აკომპანირების გარეშე აღარ მოგიწევთ არიების შესრულება.
Shower Power საშხაპის თავზე, ე.წ. ყურმილზე მაგრდება. მისი ჰიდრო-ელექტრონული გენერატორის კვების წყარო წყალია, რითიც ბლუთუზის ელემენტი იტენება. მოწყობილობა Ampere-ს შექმნილია და როგორც ჩანს, მათ ძალიან მოინდომეს, საშხაპეში სიმღერა მაქსიმალურად კომფორტული ყოფილიყო – თუ შხაპის თავი მაღლაა და ვერ წვდებით, Shower Power-ს მაინც უპრობლემოდ გამოიყენებთ, მას დისტანციური მართვის პულტიც მოჰყვება.
Shower power, მაგალითად, Kickstarter-ზე უკვე იყიდება. ასე, რომ საშხაპეში, ერთ ხმაში შესრულებული მელოდიები წარსულს ჩაბარდა, ახლა შეგიძლიათ, თქვენი საყვარელი არიები მუსიკის თანხლებით შეასრულოთ.