in ,

Kiabi–ის უჩვეულო შოურუმი ავტობუსის გაჩერებებზე და შემოდგომა–ზამთრის კოლექცია

ფრანგულმა ტანსაცმლის ბრენდმა Kiabi შემოდგომა–ზამთრის კოლექციისთვის სრულიად წარმოუდგენელი და უჩვეულო შოურუმი შექმნა. სპეციალურად ამისთვის, კომპანიამ ავტობუსის გაჩერებები გამოიყენა.

 

ქალაქში, რამდენიმე ადგილას, ბრენდმა ავტობუსის გაჩერებებზე მდგარი სარეკლამო ბილბორდები ცოტათი გააფართოვა და გადაასხვაფერა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომლოდინე ხალხს გაჩერებაზე ნამდვილად სახალისო და ძალიან მიმზიდველი სიურპრიზი დახვდა. Kiabi–მ შოურუმი პირდაპირ ბილბორდში მოაწყო და ახალ კოლექციაში გამოწყობილი ცოცხალი მოდელები წარმოადგინა. მხიარული, ლამაზი და ელეგანტური მოდელები ყველას დასანახად იწონებდნენ თავს. რაც მთავარია, შოურუმი ინტერაქციული იყო და ქუჩაში გამვლელებს “Like” ნიშნის საშუალებით შეეძლოთ გამოეხატათ მათი სიმპათია კოლექციის მიმართ. თუმცა “Like”–ებზე მეტი, რა თქმა უნდა, “სელფები” იყო. როგორც ჩანს, უჩვეულო სანახაობამ და ბრენდის ახალმა კოლექციამ ყველა მოხიბლა.

#მეტისღირსიხარ – როგორ გაგრძელდება „დირსის“ კამპანია?!

#thepriceofbeingme, ანუ რა ღირს, იყო საკუთარი თავი? – I AM Vodka-ს ტოლერანტობის კამპანია