in

შფოთვისკენ მიდრეკილ მამაკაცებს მეტად უვითარდებათ გულის დაავადებები — კვლევა

მონაცემები 1961 წელს დაწყებულ კვლევას ეყრდნობა

M2
M2

ახლად გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, შუახნის მამაკაცები, რომლებიც მეტად ღელავენ და შფოთვას განიცდიან, ბიოლოგიური რისკის ქვეშ იმყოფებიან — გულის დაავადების, ინსულტის და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების.

“ჩვენი შედეგების თანახმად, მამაკაცებში შფოთვის მაღალი დონე ბიოლოგიურ პროცესებთან ასოცირდება, რასაც გული დაავადებების და მეტაბოლური დარღვევების გამოწვევა შეუძლია. შესაძლოა, ეს ასოციაციები ცხოვრების ბევრად უფრო ადრეულ ეტაპზე ჩნდებოდეს, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით… პოტენციურად, ბავშვობაში ან მოზარდობაში”, — განმარტავს ლევინა ლი, კვლევის წამყვანი ავტორი.

კარდიომეტაბოლური დაავადების შფოთვასა და რისკ-ფაქტორებს შორის კავშირის დასადგენად, მკვლევრებმა ნორმატიული დაბერების კვლევის მონაწილეთა მონაცემები შეისწავლეს. 1961 წლის კვლევაში მონაწილეობდნენ როგორც ჩვეულებრივი პირები, ისე ომის ვეტერანები — ჯამში 1561 მამაკაცი. საწყის ეტაპზე მათ რაიმე სახის დაავადება არ აღენიშნებოდათ. საბაზისო შეფასების შემდეგ მამაკაცებს ფიზიკური გამოკვლევა ყოველ 3-5 წელიწადში ერთხელ უტარდებოდათ. თანდათანობით, შემდგომი ვიზიტების დროს, მეცნიერებმა შვიდი კარდიომეტაბოლური რისკის ფაქტორი დააფიქსირეს: მაღალი არტერიული წნევა, დაბალი არტერიული წნევა, ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები, სიმსუქნე (შეფასებული სხეულის მასის ინდექსით), უზმოზე სისხლში შაქრის მაღალი დონე და ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ESR).

დროთა განმავლობაში ცდისპირები რისკის შემცველობის ქულასთან ერთად იმით ფასდებოდნენ, 7-დან რამდენი რისკ-ფაქტორი განუვითარდათ. “ნევროტიზმი არის პიროვნული თვისება, რომელსაც სიტუაციების ინტერპრეტაციის ტენდენცია ახასიათებს. ნევროტიზმის მაღალი დონის მქონე ადამიანები უფრო ინტენსიურად და უფრო ხშირად განიცდიან ნეგატიურ ემოციებს, როგორიცაა შიში, შფოთვა, სევდა და სიბრაზე”, — ამბობს ლი.

შფოთვა ეხება ჩვენს მცდელობებს, გადაჭრას პრობლემა, რომლის მომავალი შედეგი გაურკვეველია და პოტენციურად ნეგატიურად აღიქმება. შესაძლოა, ეს იყოს ადაპტური, როდესაც კონსტრუქციულ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანს. თუმცა დასაშვებია არაჯანსაღი სახეც, როდესაც ის უკონტროლო ხდება და ყოველდღიურ საქმიანობაში გვიშლის ხელს. თავის მხრივ, ეს უკონტროლობა კარდიომეტაბოლური მარკერების ზრდას უწყობს ხელს. მაგალითად, ექვსი ან მეტი ბიომარკერის არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანი კარდიომეტაბოლური დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება.

“აღმოვაჩინეთ, რომ მამაკაცებში კარდიომეტაბოლური დაავადების რისკი ასაკთან ერთად, 30-დან 80 წლამდე ინტერვალში თანდათან გაიზარდა… განურჩევლად შფოთვის დონისა. ხოლო მაშინ, როცა დიდი შფოთვის მქონე მამაკაცებს უფრო ხშირად და ნაადრევად უვითარდებოდათ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები”, — იუწყებიან მკვლევრები.

სამომავლო კვლევებისთვის საინტერესო იქნება იმის განსაზღვრა, რამდენად მოქმედებს მსგავსი პრინციპი ქალებში, სხვადასხვა რასობრივი და ეთნიკური ჯგუფის მიხედვით.

შეცვალე სავალი ნაწილები უსასრულო გარანტიით – თეგეტას უპრეცედენტო შეთავაზება

17 წლიანი პაუზის შემდეგ ლეისი Super Bowl-ზე ბრუნდება