in

2026 წელს „შრეკის“ მეხუთე ნაწილი გამოვა

მოემზადეთ. საკულტო ანიმაცია ახალი თავგადასავლებით ბრუნდება! DreamWorks Animation-მა და Universal Pictures-მა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ეკრანებზე „შრეკი 5“ გამოჩნდება.

BOG
BOG

ფილმის პრემიერა, პირველი ნაწილის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 2026 წლის 1-ელ ივლისს შედგება. სასიხარულო ფაქტია, რომ „შრეკს“ ისევ მაიკ მაიერსი, კამერონ დიაზი და ედი მერფი ახმოვანებენ. აღსანიშნავია, რომ ანიმაცია გამოსვლისთანავე გახდა გლობალური ფენომენი და პოპ კულტურის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი.

ჯერჯერობით არ ვიცით ვიხილავთ თუ არა ნაცნობი ზღაპრების პერსონაჟთა გამოჩენას, როგორც წინა ნაწილებში ხდებოდა. არ ვიცით როგორ შეცვლით მშობლის სტატუსი შრეკსა და ფიონას. დეტალებს DreamWorks ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: „Shrek 5“-ის მოლოდინები აუცილებლად გაიზრდება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.

საფონდო ბირჟების ანალიზი — ონლაინ ვებინარი ნიკოლოზ მაზანაშვილთან

„დიდი სურვილი მაქვს, მქონდეს ექსპერიმენტული მეურნეობა და შევქმნა ახალი პროდუქტი“ – „აგროსფეროს“ სტიპენდიატი