in

მწვავე სქოლიოზთან მებრძოლი ბავშვების გამბედაობას გიგანტური პორტრეტებით ზეიმობენ – ამბავი Shriners Children’s-ის ტრადიციაზე

სამხრეთ კაროლინაში არსებული Shriners Children’s Hospital ბავშვებისადმი მხოლოდ განსაკუთრებული ზრუნვით კი არ გამოირჩევა, არამედ ექიმები იმაზეც ფიქრობენ, რომ მათი პატარა პაციენტების გამბედაობა და წვლილიც აღიარებული იყოს. სწორედ ეს გახდა მათი ტრადიციის საფუძველი, შეექმნათ Halo Hall of Fame — ცერემონიალი ბავშვებისთვის, რომლებიც მწვავე სქოლიოზის სამკურნალოდ არიან მათთან. მათი გამბედაობის აღსანიშნად, გამოფენას აწყობენ ამ ბავშვების გიგანტური პორტრეტებით და ასე საოცარ ემოციებს იღებენ.

BOG
BOG

ამაში ბოლოდროინდელი ვიდეოც დაგარწმუნებთ, რომელშიც 4 წლის ფენიქსს ვხედავთ თავისივე ეტლით წითელ ხალიჩაზე. გიგანტური ტილოს მოშორებით მის მომღიმარ პორტრეტს გვიმჟღავნებს, რომელიც მსგავსი მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების გვერდითაა გამოსახული.

ეს სპეციალური მკურნალობის ჩატარებიდან 49 დღის შემდეგ მოხდა, რაც თავზე ლითონის რგოლის დამაგრებასა და ამგვარად, დროთა განმავლობაში, ხერხემლის გასწორებას უწყობს ხელს. მსგავსი მეთოდი ხერხემლის მძიმე დეფორმაციების გამოსწორებაში ეხმარება პაციენტებს, მათ შორის სქოლიოზსაც შველის და მათ უფრო რთული ოპერაციებისთვისაც ამზადებს, რა დროსაც წარმატების შანსებიც მატულობს. 

რაც შეეხება უშუალოდ ამ კლინიკის ტრადიციას, Halo Hall of Fame ეხმარება ბავშვებს, იზეიმონ თავიანთი სიმამაცე და გაიაზრონ, რომ ისინი მარტო არ არიან. ფენიქსამდე კი საკუთარი პორტრეტი აარონმა შემოგვთავაზა ბეტმენის ფორმაში:

უფრო ადრე ევანიც გაგვაცნეს, რომელიც წითელ ხალიჩაზე სათამაშო მანქანით გამოცხადდა:

ამგვარად, Shriners Children’s Hospital-ის განსაკუთრებული ზრუნვის წყალობით ახლა იმედი არსებობს, რომ ფენიქსი და მისი მეგობრები სრულფასოვან ცხოვრებას გააგრძელებენ…

Le Meridian Batumi – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

დღესასწაულებზე თქვენც მშობლებთან და ძველ მეგობრებთან ბრუნდებით? — სწორედ ამაზეა Facebook-ის უახლესი კამპანია