28
Aug
2018

დათო და გიორგი ზუმერის ახალ რეკლამაში გამოჩნდნენ

28 Aug 2018

Elit Electronics


ინტერნეტ სივრცე ზუმერის ახალმა რეკლამამ მოიცვა, რომლის მთავარი გმირები “დათო და გიორგი” არიან. ნახეთ ვიდეო და შემდეგ გაიგეთ კამპანიის დეტალები:

ზუმერის რეკლამა

მოიცა! 🖐კიდევ უფრო ზუმერული ფასებია!

Gepostet von ZOOMMER am Dienstag, 28. August 2018

“სექტემბერი სწორედ ის დროა, როცა კომპანიები ზაფხულის ძილიდან პირდაპირ საბრძოლო მოქმედებაში მოდიან და ყველა საკომუნიკაციო არხიდან გვესმის/ვხედავთ ახალ-ახალ შეთავაზებებს, ფასდაკლებებს, ძალიან კარგ, ასევე არც თუ ისე კარგ კომერციულ ვიდეო რგოლებს, ერთი სიტყვით სრული ინფორმაციული ქაოსი. ძალიან რთულია ამ დროს რამე განსაკუთრებული შექმნა და როგორც მარკეტერები ვეძახით გავარღვიოთ ქლათერი, მომხმარებელს მივაწოდოთ და დავამახსოვროთ ჩვენთვის სასურველი მესიჯები. ლივინგსთოუნისთვის მიცემულ ბრიფშიც, ერთერთი აუცილებელი პირობა, რაც კამპანიას უნდა დაეკმაყოფილებინა იყო სწორი და პირდაპირი მესიჯი, რომელსაც მომხმარებელი მარტივად აღიქვამდა და დაიმახსოვრებდა

კამპანიის იდეა, ერთერთ ბრეინშტორმინგზე შემთხვევით გავარდნილ ფრაზას მოყვა, რომელიც ძალიან მალე ლივინგსთოუნმა პროექტად აქცია და წარმოგვიდგინა. ვიდეო რგოლი, ნამდვილად ოდნავ პროვოკაციულია, კამპანიის ვირუსულობისთვის საკამათო (controversial) პერსონაჟების გამოყენება ადვილად მისაღები გადაწყვეტილება არ იყო.” – აცხადებს ზუმერის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ეთო მერებაშვილი.

ჩვენ ლივინგსტონის კრეატივ დირექტორს – ლევან ლეფსვერიძეს ვესაუბრეთ

M: ლევან, რა იყო დავალება?

გვინდოდა მაყურებლისთვის გვეთქვა, რომ სანამ ტელეფონს სხვა მაღაზიაში იყიდის, გაიხსენოს ზუმერი, სადაც იგივე ტელეფონს უკეთესს პირობებში ნახავს. სარეკლამო კამპანიის ფარგლებში გვგეგმავთ რომ ახალი ტერმინი “ზუმერული ფასები” დავამკვიდროთ. სწორედ ამ კამპანის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ვიდეო რგოლი.

M: ვიდეოს შესახებ:

ვიდეოს სარჩულად ჩვენი ბავშვობის დროინდელი საპნის რეკლამა “ვაშლი, მოიცა!” უდევს, ხოლო ჟანრი იაპონურ სარეკლამო მიმდინარეობას დავესესხეთ. ზუმერი, როგორც ინტერნეტის სამყაროსთან დამაკავშირებელი ბრენდი, ონლაინ თაობასთან კიდევ უფრო ახლოს მისასვლელად ქსელში პოპულარულ “თრეშ” ჟანრს ირჩევს.

M: რატომ გიორგი და დათოს ცნობილი წყვილი:

იდეაში, მინდოდა აქცენტი დამესვა სარეკლამო ინდუსტრიის გავრცელებულ სენზე, უაზროდ შეთითხნილ, ჩახლართულ ვიდეოსცენარებზე, სადაც თითქოს მაყურებლის ყურადღების მისაქცევად იმდენად არარელევანტურ სიუჟეტს აჩვენებენ, რომ მთავარი სათქმელი სრულიად გაუგებარი ხდება ხოლმე. ვთვლი რომ ეს ფუჭი გასროლაა და კარგი რეკლამა სწორედ ის არის, რომელიც სათქმელ-შინაარს მარტივად და სასიამოვნოდ მიიტანს მაყურებლამდე. ამ ჭეშმარიტების გასაჟღერებლად გადავწყვიტე საზოგადოებაში ყველაზე ალალი დუიეტი: გიორგი და დათო მომეწვია. მათთან მუშაობა საუკეთესო თავგადასავალი გამოდგა.   

M: ვინ იმუშავა ვიდეოზე:

მე ვიტყოდი, რომ ამ პროექტმა ჩვენი ქვეყნის უნიჭიერესი პროფესიონალები გააერთიანა. მათთან მუშაობა, ჩემთვის როგორც დებიუტანტი რეჟისორისთვის უდიდესი კომფორტი და გამოცდილება იყო. მინდა ამ ადამიანებს დიდი მადლობა გადავუხადო: მაგრები ხართ და მეამაყებით!

Client: Zoommer

Agency: Leavingstone
Creative Director: Levan Lepsveridze
Creative Team: Pavle Gabritchidze, Elene Danelia, Emily Koridze
Account Managers: Anno Maisuradze, Catherine Meparidze
Strategy Director: Nino Kuprashvili
Art Director: Bruce Lee

Production:
Executive Producer: Meli Bagdavadze
Director: Levan Lepsveridze
DoP: Sandro Darakhvelidze
Producer: Tamta Navrozashvili
Production Designer: Polina Rudchik
Assisting Production Designer: Sandro Nadareishvili
Costume Design: Fourk Group
Set Decorator: Jimsher Berdzenishvili
Make-Up Artist: Veriko Bedeladze
Casting Director: Tamta Navrozashvili
Production Assistant: Lara Kveladze

Visual Post-Production by Anagrama:
CGI Artist: Nika Maisuradze
Animator: Irakli Kiladze
Color Grader: Levan Melikishvili

Editor: Giorgi Korganov
Sound and Music by Post Red Audio

განხილვა