in

რა გავლენა აქვს შუადღის ძილს ჩვენს ჯანმრთელობაზე?

მკვლევარებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს 2214 ხანდაზმულ ჯანმრთელ ადამიანზე

ახალი კვლევის თანახმად, შუადღის ძილმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს გონებრივი სიმარჯვის გაუმჯობესებას, რადგან ის უკავშირდება უკეთეს მეხსიერებას, მეტყველების სიმკვირცხლეს და ცნობიერების ამაღლებას. 

ასაკის მატებასთან ერთად იცვლება ადამიანების ძილი, ხშირდება შუადღის ძილი. სიცოცხლის ხანგრძლივობა და მასთან დაკავშირებული ნეიროდეგენერაციული ცვლილებები კი დემენციის პერსპექტივას ზრდის. თუმცა დღემდე გამოქვეყნებული კვლევები ზუსტად ვერ ადგენდნენ, შუადღის ძილი რამდენად უშლის ხელს ხანდაზმულ ადამიანების შემეცნებით დაქვეითებასა და დემენციას.

ახლა კი მკვლევარებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს 2214 ხანდაზმულ ჯანმრთელ ადამიანზე, მათგან 1534 შუადღეს იძინებდა, ხოლო 680 – არა. შემდგომ კი ყოველ მათგანს ჩაუტარდა დემენციის ტესტი და როგორც შედეგები გვიჩვენებს, მათ, ვისაც არ ეძინათ შუადღეს, მნიშვნელოვნად უქვეითდებოდათ მეხსიერება, მეტყველების სიმკვირცხლე და ცნობიერება.

მართალია, ზუსტი მიზეზი იმისა, თუ რა იწვევს ამ ცვლილებას, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, არსაკმარისი ძილი ანთებითი პროცესების მთელ სპექტრს იწვევს, ხოლო შუადღის ძილი არეგულირებს ადამიანის იმუნურ რეაქციას. შესაძლოა, სწორედ ეს განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ანთების მქონე ადამიანები უფრო ხშირად იძინებენ.

არტისტმა პრასის ველი, ლედ განათების გამოყენებით, საოცრებათა ქვეყანად აქცია

“გაცვალე ძველი ტექნიკა რაშიც გაგიხარდება” – Extra.ge მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს სთავაზობს!