in

„შუაგული” – განახლებული გუნდი, მენიუ და სერვისები კიდევ უფრო ჯადოსნური წვეულებისთვის

ყველა ჩვენგანს აქვს პირადი კალენდარი, რომელშიც წელიწადის სხვადასხვა დროს ის მნიშვნელოვანი თარიღები გვაქვს მონიშნული, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. საკუთარი ან საყვარელი ადამიანების დაბადების დღე, ნიშნობა, ქორწილი, კორპორაციული წვეულებები…უამრავი მიზეზი არსებობს, რის გამოც ახლობლები ერთად ვიკრიბებით, აღვნიშნავთ და ვმხიარულობთ. 

დაგვეთანხმებით, რომ ასეთ დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, ამიტომ საგულდაგულოდ ვარჩევთ, როგორი უნდა იყოს ის. მენიუ, გაფორმება, მომსახურება, მუსიკა, განათება, ლოკაცია – ის აუცილებელი პირობებია, რომლებსაც წვეულების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ. „შუაგულის” შექმნის იდეაც თავის დროზე სწორედ ის იყო, რომ ადამიანებისთვის შეეთავაზებინა გარემო, რომელიც მრავალფეროვანი იქნებოდა, როგორც ვიზუალურად, ისე მომსახურებით და ნებისმიერ წვეულებას დასამახსოვრებელ გამოცდილებად აქცევდა. დაფუძნების დღიდან ბრენდი მუშაობს იმაზე, რომ თავის მომხმარებელს შეუქმნას საუკეთესო განწყობა და მისი მნიშვნელოვანი თარიღები გააფერადოს.

2023 წლიდან ბრენდს ახალი მენეჯმენტი ჰყავს, რამაც კიდევ ერთხელ გადაახალისა სერვისები. რეორგანიზაციის შემდეგ კომპანია განახლებულ მენიუს, სერვისებსა და მიდგომებს გვთავაზობს. ამ ყველაფერზე უფრო დეტალურად „შუაგულის” გენერალური მენეჯერი, თეა შენგელია ისაუბრებს.

M: თეა, სანამ მთავარ თემებზე გადავიდოდეთ, ვისაუბროთ „შუაგულის” კონცეფციაზე – რა არის შუაგულის, როგორც ბრენდის მიზანი და რა არის თქვენთვის მთავარი მომხმარებელთან ურთიერთობისას?

„შუაგული“ უნიკალური საღონისძიებო ადგილია, რომელიც 7 განსხვავებულ სივრცეში სხვადასხვა მასშტაბისა და თემატიკის ღონისძიებას მასპინძლობს.

ბრენდის მთავარი ღირებულებებია: ბედნიერება, სიყვარული, მეგობრობა და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა. ჩვენთვის  მნიშვნელოვანია, რომ ყოველი სტუმარი ბედნიერი იყოს და ამასთანავე, საკუთარი საქმის კეთებისას, თითოეული თანამშრომელი სიამოვნებას იღებდეს. 

შუაგულის მთავარი ამოცანა სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებაა. ამისთვის გუნდმა არაერთი ინოვაციური თუ კრეატიული ღონისძიება შექმნა, მათ შორისაა დღესასწაულების აღსანიშნი რიტუალები.

M: ამჟამად შუაგულს ახალი მენეჯმენტი ჰყავს: კონკრეტულად რა ცვლილებებია კომპანიაში და როგორ იმოქმედებს ეს სამომავლო განვითარებაზე?

დიახ, 2023 წლიდან შუაგულს ახალი მენეჯმენტი ჰყავს და გუნდის სრული რეორგანიზაცია მოხდა. მოვიწვიეთ ბრენდშეფები, რომლებმაც სრულიად ახალი მენიუ შეადგინეს. ბარში უამრავი საინტერესო კოქტეილი შექმნეს პროფესიონალმა მიქსოლოგებმა. ამასთან, ვიზრუნეთ იმაზე, რომ ობიექტი ტექნიკურად კიდევ უფრო გამართული ყოფილიყო. ბოლოს კი დაიხვეწა უკვე არსებული სერვისები და დაგვემატა ახლები. 

M: რომელია ეს ახალი სერვისები?

„შუაგულის“ სიყვარულითა და ბედნიერებით სავსე სამყაროში დაბადების დღე, ქორწილი, ქორწინების იუბილე, ნათლობა, ხელის თხოვნა თუ ბავშვის სქესის გაგების ცერემონია საუკეთესო მოგონებად იქცევა, რომელიც თითოეულ სტუმარს ყოველთვის დიდი სიყვარულით გაახსენდება. გარდა ამ სერვისებისა, შეიქმნა ახალი საბავშვო ზონა, სადაც დაბადების დღეებიც იმართება და გართობის საუკეთესო ადგილია პატარებისთვის. გვაქვს ეკოტური, რომელიც სკოლის მოსწავლეებისა და მეგობრების ჯგუფისთვის თავშეყრისა და გართობის ადგილია – შუაგულის სანერგეში მათ ნამდვილი შემეცნებითი თავგადასავალი ელით, სადაც ისწავლიან მცენარის დარგვას, მასზე ზრუნვას, გაგეცინებათ და მასთან საუბარსაც კი. ამას გარდა, ეკოტურის ფარგლებში პატარები მინი კონტაქტურ ფერმასაც ესტუმრებიან და შინაურ ცხოველებთან ურთიერთობას ისწავლიან, კარგად გაერთობიან და დროებით მაინც მოსწყდებიან ციფრულ სამყაროს. 

M: სიახლეები მენიუსაც შეეხო: რა კერძები დაემატა შუაგულის მენიუს და არის თუ არა ეს რეცეპტები საავტორო?  

დიახ, საინტერესო კოლაბორაცია შედგა შუაგულის სამზარეულოს გუნდსა და ახალგაზრდა, ცნობილ ბრენდშეფებს შორის. მათი ჩართულობით, ახალი ქართული კერძები კონკრეტულად შუაგულისთვის შეიქმნა და მხოლოდ ჩვენთან შეძლებთ დაგემოვნებას. ეს კერძები ვიზუალურადაც ხელოვნების ნიმუშია და ძალიან გემრიელია, ტრადიციული გემოები არ დაუკარგავს, თუმცა ახალი ტონებიც დაჰყვება. ახალი კერძების დაგემოვნება ჩვენს სტუმრებს ყოველდღიურად შეუძლიათ სამ სხვადასხვა სივრცეში: გარდენში, ტერასაზე, ტბის პირას ან საზაფხულო რესტორანში, საცურაო აუზთან – ამინდისა და სეზონის მიხედვით ან სტუმრის მოთხოვნისამებრ.

ჩვენი სურვილი იყო, რომ  სტუმრებისთვის ძველი კერძების ახალი ვარიაციები შეგვეთავაზებინა. ამ ეტაპზე შუაგულის მენიუ ორივე მიმართულებით მუშაობს, à la carte შეკვეთის დროს ახალ მენიუს დააგემოვნებთ, თუმცა ქორწილებში, ნათლობებსა თუ დიდ ღონისძიებებზე სტუმრებს შერეულ მენიუს ვთავაზობთ – ძველისა და ახლის ნაზავს. ახალი კერძები მაისიდან, ეტაპობრივად დაგვემატა და გვიხარია, რომ ჩვენი ლოიალური სტუმრები დადებითად შეხვდნენ ამ სიახლეს. მეტიც, ამ ცვლილებებმა ბევრი ახალი მომხმარებელიც შესძინა შუაგულს, რომლებიც კონკრეტულად ერთი კერძისთვის სისტემატურად გვსტუმრობენ, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად.

M: რა არის ის მნიშვნელოვანი აქცენტები, რაზეც თქვენი გუნდი ყურადღებას ამახვილებს თითოეული ღონისძიების დაგეგმვისას?

მთავარი პლუსი, რაც შუაგულის გუნდს აქვს, ეს არის ინდივიდუალური მიდგომა ყველა დამკვეთთან და მათი მოსმენა, მათი სურვილების, რეკომენდაციებისა და რჩევების გაზიარება/გააზრება და ყველა დეტალზე ყურადღების გამახვილება. თითოეული ახალი დამკვეთი, ჩვენთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია, მათ ღონისძიებას ისე ვგეგმავთ, როგორც საკუთარს, მათი ბედნიერება გვახარებს და ვცდილობთ, ზღაპრულ შუაგულში ჯადოსნური მოგზაურობა მოვუწყოთ. 

M: როგორ ფიქრობთ, რა სეგმენტზეა გათვლილი თქვენი ბრენდი?

შუაგული არის მეგობრული ბრენდი კეთილგანწყობილი გუნდით – დაწყებული მენიუთი, დეკორითა და სერვისით დასრულებული, ნებისმიერი ბიუჯეტისა და თემატიკის ღონისძიებას ვმართავთ.  ობიექტს ყოველდღიურ რეჟიმში ასობით ადამიანი სტუმრობს, სხვადასხვა მოტივით, ინტერესითა თუ მოთხოვნით. ბიუჯეტიც შესაბამისად განისაზღვრება, ვერგებით რა დამკვეთის სურვილებსა და შესაძლებლობებს – შეგვიძლია პატარა ოჯახურ შეკრებას ვუმასპინძლოთ მეგობრულ გარემოში ან გრანდიოზული წვეულება მოვაწყოთ, სადაც ზღაპრული თემატიკა გვექნება.

M: საერთო ჯამში, ერთად ბევრი სიახლე გაქვთ. როგორია თქვენი პროგნოზები, რამდენად იქონიებს გავლენას ბრენდის კიდევ უფრო ზრდასა და განვითარებაზე?

შუაგულის პოტენციალი ამოუწურავია – ობიექტის სიდიდე, მრავალფეროვნება, სილამაზე და აურაც კი ბევრი ახალი სერვისის დამატებას ითხოვს. სურვილი გვაქვს, რომ ყველა კუთხე-კუნჭულში ბედნიერ ადამიანსა და ნამდვილ ემოციებს ვხედავდეთ.

ამ ეტაპზე უკვე შემუშავებული და დანერგილი პროდუქტების ნაწილი გაშვებულია, ნაწილის სტუმრებისთვის გაზიარებას კი უახლოეს თვეებში, არაუგვიანეს სექტემბრისთვის ვგეგმავთ. რაც მთავარია, ინტენსიურად ვემზადებით ზამთრის სეზონისთვის, ბევრი სიურპრიზი გვაქვს ჩვენი გულშემატკივრებისთვის და ამას სულ მალე შეიტყობთ. გვინდა, შუაგული ზამთრის სეზონზეც ისევე დატვირთული იყოს, როგორც გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.

M: ანუ მითი, რომ შუაგული მხოლოდ საღონისძიებო სივრცეა და მხოლოდ ზაფხულში ფუნქციონირებს, დაიმსხვრა?

დიახ, შუაგული მხოლოდ საღონისძიებო სივრცე არ არის – ეს არის ლამაზი ბაღი უნიკალური მცენარეებით, გასართობი და დასასვენებელი ადგილი ოჯახური თუ მეგობრული შეკრებებისთვის. შუაგული ადგილია თბილისთან ახლოს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში, წლის ოთხივე სეზონზე იღებს სტუმრებს ღია და დახურულ სარესტორნო სივრცეებში, საინტერესო საღამოებს მართავს მელომანებისთვის და ძალიან ბევრ სტუმარს მასპინძლობს გულის ფორმის კუძულზე, რომელიც შუაგულის სავიზიტო ბარათია და  განსაკუთრებულ ადგილს წარმოადგენს შეყვარებული წყვილებისთვის.

[R]

„გამომყევი აჭარაში” – მასშტაბური კამპანია რეგიონისა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის

Audi Q6 e-tron-ის განათების ახალი სისტემა ლამაზიცაა და „ჭკვიანიც”