9
Mar
2018

გაიცანით ციფრული სუპერმოდელი შუდუ! – UPDATE

9 Mar 2018

veon
veon


თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, Augmented Reality (AR)-ის უამრავი რამ არის შესაძლებელი. ჯერ კიდევ ორიოდე კვირის წინ, თებერვალში, Dolche&Gabbana-მ დრონებზე ჩამოკიდებული ჩანთების ჩვენება მოაწყო. კრეატიული პროექტების სიას უკვე ციფრული შავკანიანი მოდელი შუდუც დაემატა, რომელიც ფოტოხელოვანმა კემერონ ჯეიმს-უილსონმა შექმნა. კემერონის თქმით, დაგეგმვის გარდა, შუდუს ყოველი ახალი ფოტო სამდღიან დატვირთულ სამუშაოს მოითხოვს. როგორც ფოტოგრაფი აღნიშნავს, ინსპირაცია სამხრეთ აფრიკელი ბარბი პრინცესასგან მიიღო. როდესაც პირველი რამდენიმე ფოტო შექმნა, კემერონმა შუდუსთვის ინსტაგრამის ექაუნთი გახსნა. მოდელის ვიზუალებს აღფრთოვანება მალევე მოყვა, სხვა ფოტოგრაფებმა კი შუდუსთან ფოტოსესიის მოწყობა მოისურვეს. შუდუს გამოსახულება იმდენად რეალისტური იყო, რომ არავის გასჩენია ეჭვი. ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა შუდუს ფოტო, სადაც ის რიჰანას ბრენდის ტუჩსაცხითაა გადაღებული. ფოტომ, ჩვეულზე 4-ჯერ მეტი – 222 000 მოწონება დაიმსახურა.

შუდუს უამრავი შეტყობინება მისდიოდა, ხოლო კემერონი იძულებული იყო, დაინტერესებული ინსტაგრამერებისთვის სათითაოდ აეხსნა მისი ციფრული პროექტის შესახებ. არიან პროექტით უკმაყოფილო ადამიანები, თუმცა კემერონი შუდუს თავის შემოქმედებას უწოდება და თვლის, რომ ეს ძალიან რთული სამუშაოა, რადგან ხელოვანმა, გარდა ფოტოშოპისა, ფოტოგრაფია და მაკიაჟის ხელოვნება უნდა იცოდეს.

განხილვა