in

გაატარეთ დაუვიწყარი ზაფხული შუქურა ციხისძირში — შუქურას პარტნიორია SOLO

SOLO მომხმარებლებისთვის დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, წელს SOLO შუქურას პარტნიორი გახდა.

თანამშრომლობის ფარგლებში, 6-27 ივლისს შუქურაში მუსიკალური სესიები გაიმართება და ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ქართველი არტისტების: გუგა ხელაიას, ზუკა ყიფოს, თემურიკო დიასამიძის, Kordz-ის, Moku Moku-ს და სხვა გამორჩეული მუსიკოსების პერფორმანსებს. 

14 ივლისს კი SOLO მომხმარებლები ევროპის ჩემპიონატის ფინალის ყურებას დიდ ეკრანზე შეძლებენ. 

ამასთან, წლის განმავლობაში SOLO-სა და შუქურას პარტნიორობით კიდევ არაერთი საინტერესო ღონისძიება იგეგმება. 

SOLO-ს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ეწვიონ შუქურა ციხისძირის საცურაო აუზს და შესვლისას ისარგებლონ 30%-იანი ქეშბექით. შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ SOLO ბარათით საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდისას.

[R]

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ გემის მომავალ კაპიტანს ლიზი ქავთარაძეს სწავლას დაუფინანსებს

საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრების ფორმაზე Jordan Brand-მა იმუშავა