in

“საუკეთესო ვეგანური ღვინო, ღვინის გამორჩეული კომპანიისაგან” – SHUMI Winery

ღვინის კომპანია „შუმის“ სიმბოლო (ლოგო ) მითოლოგიური ფრინველი ფასკუნჯია, რომელმაც, უძველესი ლეგენდის თანახმად, კაცობრიობას პირველმა მოუტანა ყურძნის წიპწა. აქედან საფუძველი ჩაეყარა მევენახეობის განვითარებას მთელ დედამიწაზე.

„სიტყვა „შუმი“ ძველ ქართულში  საუკეთესო ღვინოს ნიშნავდა. ჩვენ მას შევუნარჩუნეთ მნიშვნელობა“.

როგორ გაერთიანდა სიძველე, თანამედროვეობა და ხარისხის ნიშანი ერთ ბრენდში? ამის შესახებ კომპანიის ექსპორტის და მარკეტინგის ხელმძღვანელი თამუნა ვეშაპაძე საუბრობს.

შობილი – ქვევრის ცქრიალა ღვინო შუმისგან. პირველივე შეხედვით ბოთლის განსხვავებული დიზაინი და ღვინის სასიამოვნო, ნათელი მომწვანო ფერი. რისგან იშვა შობილი?

თამუნა ვეშაპიძე: „შობილი“ დაიბადა საქართველოში, „შუმის “მეღვინეობაში. ის ორი ჯიშის ყურძნის, „ჩინებულისა“ და „კახური მწვანეს“ ნაზავია, კიუვე დადუღებულია ქვევრში ნაწილობრივ ჭაჭასთან ერთად, ხოლო მეორადი დუღილი წარმართულია კლასიკური მეთოდით ბოთლში.

ცქრიალა ღვინო  „შობილს“ აქვს გამორჩეული და მდიდარი გემო, ტროპიკული ხილის და ციტრუსების არომატი, ხასიათდება ხანგრძლივი ცქრიალით, რაც მისი ჩამოსხმისას შეიგრძნობა.  ბოთლის დიზაინსა და ეტიკეტზე გრაფიკოს – დიზაინერმა დავით კუპატაძემ იზრუნა. ჩვენი კომპანიის მეღვინეთა ერთობლივი სურვილი, რომ უნიკალური ცქრიალა ღვინო „შობილი“ დიზაინითაც ხარისხიანი, დახვეწილი, გამორჩეული და დასამახსოვრებელი ყოფილიყო, დავითმა რეალობად აქცია.

როდის დაიწყო კომპანიამ საქმიანობა და რა ეტაპები გაიარა ამ დრომდე?

ღვინის კომპანია „შუმმა“ საქმიანობა 1997 წელს, ვენახების გაშენებით დაიწყო, ვენახები გაშენდა საქართველოს ყველა მნიშვნელოვან მიკროზონაში. 2001 წელს გაიხსნა ღვინის საწარმო და იმავე წელს მიიღო პირველი მოსავალი. მას შემდეგ, რაც კომპანიამ საკუთარ ტერიტორიაზე დაარსა ქართული ეთნოგრაფიული პავილიონი, ის ვიზიტორებისთვის ქართულ საოჯახო მეურნეობასა და მეღვინეობის ტრადიციებთან დაახლოების  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა გახდა, რამაც დასაბამი მისცა ღვინის ტურიზმის განვითარებას საქართველოში. ასევე, ქართული ვაზის გენოფონდის შენარჩუნების მიზნით, „შუმმა“ დააარსა საქართველოში პირველი კერძო საკოლექციო ვენახი.

მნიშვნელოვანი განაცხადია, თუმცა საინტერესოა, უფრო დეტალურად რას გულისხმობს საკოლექციო მეურნეობა?

„შუმმა“ დაიწყო ენდემური ვაზის ჯიშების მასობრივი მოძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რის შედეგადაც, გადაშენების პირას მყოფი რამდენიმე ათეული ვაზის ჯიში გადარჩა. ამჟამად, კოლექცია 900-მდე ქართულ და უცხოურ ვაზის ჯიშს მოიცავს, საიდანაც, დაახლოებით, 50-ის იდენტიფიცირება დღესაც გრძელდება. უნიკალური ვენახის ბაზაზე ქართველმა, ფრანგმა და იტალიელმა მეცნიერებმა არაერთი კვლევითი ნაშრომი შექმნეს. „შუმის სპეციალისტები ახორციელებენ ვაზის იშვიათი სახეობების პოტენციალის მუდმივ კვლევას და მათი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოვლენას. ზოგიერთი ჯიშის კულტივირება და მათგან ღვინის წარმოება უკვე დაწყებულია.

ვაზის ამ საოცარი კოლექციის ბაზაზე კომპანია „შუმმა შექმნა ალკოჰოლური სასმელების ფართო სპექტრი, რომელთაც მსოფლიო მასშტაბით ანალოგი არ მოეპოვებათ.

შუმისღვინის მუზეუმი – რას ნახავენ ვიზიტორები თქვენთან მუზეუმში?

2005 წელს „შუმმასაქართველოში პირველად დაარსა ღვინის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია ქართული საოჯახო მეურნეობისა და მეღვინეობის უძველესი ტრადიციების ამსახველი ექსპონატები. მუზეუმში წარმოდგენილია 6 000 წლის წინანდელი უძველესი არტეფაქტები.

მეღვინეებს ხშირად ავიწყდებათ ხოლმე ბიო ფაქტორები – რა ნაბიჯები გადადგა შუმმაამ მიმართულებით?

ღვინის კომპანია შუმი თავის მოვალეობად მიიჩნევს, ბალანსი დაიცვას ბუნებასა და ადამიანის საქმიანობას შორის. ვაზის კულტივირებისა და ღვინის წარმოების დროს ინტერვენცია მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც ყურძნის თითოეული მტევნის ხელით მოკრეფით იწყება.

ბუნების დაცვაზე ორიენტირებულმა ფილოსოფიამ „შუმს უბიძგა, გამხდარიყო საქართველოში ღვინის მწარმოებელი პირველი კომპანია, რომელმაც თავისი ვენახები კულტივირების ორგანულ და ბიო დინამიკურ მეთოდებზე გადაიყვანა.

შუმმა , ქართულ კომპანიებს შორის პირველმა, დაიწყო ორგანული ღვინის წარმოება,  შეიმუშავა ბიო დინამიკური და „მწვანე რთველის“ მეთოდები. ჩვენ  მიერ წარმოებული თითქმის ყველა ღვინო ვეგანურია.

მეღვინეები და მომხმარებლები კარგად იცნობენ შუმის პროდუქციას – მათ ვისაც ჯერ არ გაუსინჯავს თქვენი ნაწარმი, რას ეტყვით, რითია განსხვავებული  ეს საუკეთესო ღვინო?

  • „შუმის“ ღვინოებს მოპოვებული აქვთ 300-ზე მეტი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის, ისეთი პრიზები და მედლები, რომელთა მსგავსი არცერთ კომპანიას არ აუღია ქართული მეღვინეობის ისტორიაში
  • „შუმის“ ყურძნის ბაზაზე ალკოჰოლური სასმელების წარმოების პროცესს ცნობილი მეღვინეები – გიორგი ხატიაშვილი და ჟან მიშელ ფერანდესი ხელმძღვანელობენ
  • შუმი თავისი პროდუქციის ექსპორტს 29 ქვეყანაში ახორციელებს
  • ღვინის კომპანია „შუმი“ მომხმარებელს სთავაზობს ალკოჰოლური და უალკოჰოლო პროდუქციის ფართო არჩევანს. მათ შორის, არის ისეთებიც, რომლებიც პატენტით დაცულ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული და  ანალოგი  არ მოეპოვებათ მთელ მსოფლიოში, ასეთებია: „გენეზისი“, „ლაზარე“, „შობილი“, „ზიგუ“, ჩურჩხელა „წინანდალი“, ნაყინი „ზიგუ“ და სხვა.

 

[პარტნიორის კონტენტი]

თერმოქრომული ფანჯარა, რომელიც მზის სინათლეს ელექტროენერგიად გარდაქმნის

“ონლაინ სწავლებაზე გადასვლისას, ხარისხის შენარჩუნება შევძელით” – თბილისის კომუნიკაციის სკოლის 2020 წლის შეჯამება