რეკლამაში ბავშვის ფანტაზიით ნებისმიერი სიუჟეტის გამართლება შეიძლება. მათთვის ხომ ძალიან იოლია ჭოჭიალა საპატრულო მანქანად, ხოლო მტვერსასრუტი კანონდამრღვევად წარმოიდგინონ.
სამსუნგიც მტვერსასრუტ Motion Sync–ის რეკლამაში გაბრაზებული პატარა Motion Sync-ს უკან მისდევს. პატარა პოლიციელის ყურადღება მტვერსასრუტის კორპუსმა და მისმა მოძრაობამ მიიქცია. ის მთელ სახლში მისდევს მტვერსასრუტს, მაგრამ ვერ იჭერს. სლოგანიც სიუჟეტთან შესაბამისია ” გადაადგილებისთვის იოლი, დასაჭერად ძნელი” (Easy to move. Hard to catch).
მტვერსასრუტის პრეზენტაცია სინგაპურში გაიმართა და მისი ფასი 600 დოლარია. მისი ყველაზე მთავარი უპირატესობა კორპუსის სიახლეა, რომელიც ბორბლების მოძრაობასთან ერთად მოძრაობს, რის გამოც მანევრირებასთან არანაირი პრობლემა არ აქვს.
http://youtu.be/PLHoYOpluUA
წინა სარეკლამო რგოლში მტვერსასრუტის მანევრირების დასამტკიცებლად Motion Sync-ს ბოულინგის ბურთებთან შერკინება მოუწია.
http://youtu.be/6XcXWvMSTZw