in

Wunderman Thompson-მა კამპანიაში კარის გაღებით შექმნილი მელოდია გამოიყენა

როგორ შეიძლება გამოეხმაუროთ პანდემიას, თუკი თქვენი პროდუქტი, არც მეტი, არც ნაკლები – კარია? კომპანია Tata Pravesh-მა, სააგენტო Wunderman Thompson-ის სამხრეთ აზიის გუნდთან ერთად, გადაწყვიტა საზოგადოებრივი ჩართულობის გასაზრდელად თავისივე პროდუქტი გამოეყენებინა. ეს ჭრიალის ხმა ალბათ ბევრს გეცნობათ – დაძველებულ კარს რომ აქვს ხოლმე. კამპანიას #DoorsOfIndia ინდური სტილის სხვადასხვა კართან მივყავართ და რაც, ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავია, ამ პროცესში ინდური რიტმული პერკუსიის ნაცვლად, საკეტების ხმებისგან შექმნილი მუსიკა მიგვაცილებს. ხანმოკლე მოგზაურობის შემდეგ კი, გვირჩევენ კარი კარგად გამოვიკეტოთ და სახლში დავრჩეთ, ჩვენივე უსაფრთხოებისთვის.

ხმის ინჟინერი, გიორგი გვარჯალაძე Prism Sound-ის მთავარ გვერდზე მოხვდა

Google-ის რობოტი, რომელმაც ძაღლივით სიარული და საკუთარ კუდთან თამაში ისწავლა