in

Shutterstock 2022 წლის კრეატიულ ტენდენციებს აქვეყნებს

ფოტოებისა და ვიდეოს ონლაინ ბიბლიოთეკა, Shutterstock 6 კრეატიულ ტენდენციას აქვეყნებს, რომელიც სურათების ძიებისა და მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით შეიმუშავა. ყველა მათგანი „დროისა და სივრცის“ კატეგორიას მიეკუთვნება.

წელს, კრეატორებისგან მოელიან, რომ ისინი ახალი სფეროებით, ეპოქითა თუ შესაძლებლობებით, არსებული რეალობის, ვიზუალიზაციაში გადმოტანას, მოახერხებენ. მეტავერსიის სწრაფად გაფართოებასთან ერთად კი, ახალი სივრცის ათვისების მოლოდინიც ჩნდება.

2022 წელი მზად არის ადამიანთა ფანტაზიის საზღვრების გამოსაცდელად, რაც შემდეგ 6 ტენდენციაში ვლინდება.

ზღაპრული

მე-14 საუკუნე

შუასაუკუნეების ეპოქა კვლავ კოშკებით, სასახლეებითა და ძველი სასმისებით იპყრობს ყურადღებას. Shutterstock.ai-ის მონაცემებით კი, ყველაზე მეტი „კლიკი“ სწორედ ამ თემებს აქვს.

საკვანძო სიტყვების მონაცემები, როგორებიცაა შუა საუკუნეების შენობა (+6496%), ვინტაჟური ფარი (+2858%) და ტამპლიერი (+831%) მკვეთრად გაიზარდა, რადგან მარკეტერებს დრამისა და თავგადასავლების ეპოქა დღევანდელ რეალობაში გადმოაქვთ.

მაკაბრი

XV-XVII საუკუნეები

დღეს, მეტავერსი შესაძლოა განვითარდეს, ან პროცესი სრული ქაოსით დასრულდეს. თუმცა, ვის შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა?

საშინელებათა და თრილერის ჟანრები ბრუნდება. საშინელებათა ელემენტები, როგორიცაა, ეგვიპტური მუმიები (+6923%), მხეცები (+3623%) და ცელიანი შავლაბადიანი არსებები(+388%) ჰელოუინის გარდა, დღევანდელობაშიც გადმოდის და ინტერესი სწრაფად იზრდება.

დასავლეთისკენ

XVIII-XIX საუკუნეები

კოვბოების კულტურა ჯერ არ მომკვდარა და მხოლოდ ველურ დასავლეთში არ ისწრაფვიან მისკენ. Shutterstock-ის მონაცემებით, ინტერესი გაიზარდა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის, მაგალითად, პრერიული ველის ფართობები.

ველურ ცხენებსაც დღეს უფრო მეტი ადამიანი ეძებს, მაჩვენებელი კი 1961%-ით გაიზარდა. ასევე, ყურადღებას იპყრობს ნავაჰოს ნიმუშები, 225%-ით უფრო მეტს, ვიდრე გასულ წელს.

ისევ გზაზე

მე-20 საუკუნე

პანდემიის გამო ბევრს ვერ ვმოგზაურობთ, თუმცა გონებრივი მოგზაურობისთვის საზღვრები არ არსებობს. მომხმარებლები ათვალიერებენ მიწებს, რომლებიც მათი ყოველდღიური ცხოვრებისგან შორს არის.

ეძებენ ველოსიპედებს გზაზე (+14911%), მთებისკენ (+5763%) და უდაბნოში (+487%) მიმავალ გზებს, რათა უცნობი ტერიტორიები და ბილიკები გამოიკვლიონ.

კიბერპანკი არ მომკვდარა

21-ე საუკუნე

ტექნოლოგიური ბარიერების დამსხვრევის სურვილით, ელექტროგადამცემებმა, ვებკამერებმა და LED-ებმა მომხმარებელთა უმეტესობა მოხიბლეს.

და გასაკვირი არც არის, რომ კრეატივები მაღალტექნოლოგიურ ესთეტიკას მიმართავენ. როგორიცაა, მაგალითად, ღამის ქალაქის პეიზაჟები, ფრაქტალის ფონი (+2955%) და ქალის ავატარები (+1503%), რომ გააგრძელონ და შეინარჩუნონ ცვლილებებისკენ სწრაფვა.

რას ამზადებთ?

თანამედროვე ეპოქა

ჩვენ დიდი დრო გავატარეთ სახლში, გარეთ ჭამაც კი შეუძლებელი იყო პანდემიის დროს. ამიტომ, ახალი რეცეპტებით საჭმლის კეთება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა.

გაიზარდა ინტერესი რეგიონისთვის დამახასიათებელ პროდუქტებსა თუ საკვებზე: პორცინის სოკოზე(+2566%) , იაპონურ წასახემსებელზე Takoyaki(+2024%) და იტალიურ „პანა კოტაზე“ (+435%). როგორც ხედავთ, მარკეტოლოგები უკვე გასტრონომიულ შთაგონებას ეძებენ.

M&M-მა, ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად, ბრენდინგი შეცვალა

რატომ შეცვალა პანდემიამ ჩვენი მენტალური მდგომარეობა და როგორ ვებრძოლოთ დისტრესს?