in

Shutterstock.AI — ტრენდული ფერები 2022 წლისთვის

ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, გაშიფროს, როგორ მუშაობს კონკრეტული ფერი ციფრულ მედიაში

ლოდინი დასრულდა… მონაცემთა მეცნიერთა და ახლახან ამოქმედებული Shutterstock.AI-ს მეშვეობით, უკვე ცნობილია საუკეთესო ფერები მომავალი წლისთვის. შეიძლება ითქვას, შემოდგომის პარალელურად, ფერთა ტენდენციების სეზონი გვიდგას! ყოველწლიურად, მონაცემთა ანალიტიკოსები და დიზაინის ექსპერტები მილიარდობით მონაცემს ამუშავებენ, რათა დაადგინონ, თუ რა ფერები დამკვიდრდება დიზაინის სამყაროში.

ამჯერად ინოვაციას ის წარმოადგენს, რომ Shutterstock.AI-ს შეუძლია, გაშიფროს, როგორ მუშაობს კონკრეტული ფერი ციფრულ მედიაში. თანაც, ეს სტატისტიკა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ მილიარდობით სურათს ეფუძნება.

დამამშვიდებელი მარჯანი — #E9967A

ეს მდუმარე ატმისფერი პასტელი განსაკუთრებით კარგად ერწყმის “მტვრიან” ყვითელსა და ვარდისფრის. მათი სინთეზით, დიზაინერული ნამუშევარი ერთგვარ ნოსტალგიურ ელფერს იძენს. ცისფერთან კონტრასტი კი სასიამოვნო ბუნებრივ პალიტრას შექმნის.

არსებობს მიზეზი, რის გამოც აღნიშნული ფერი, გონივრულად გამოყენებისას, დამამშვიდებელ ეფექტს გვთავაზობს.მისი სითბო გარკვეულ კომფორტს, სიმყუდროვესა და სიმშვიდეს ბადებს.

ხავერდოვანი მეწამული — #800080

ზოგიერთი იასამნისფერი ზედმეტად “ყვირის” და მეტად მკვეთრია… ხავერდოვანი მეწამული კი, თითქოს, “ჩურჩულებს” და თავისი საოცარი მაგნეტიზმით იპყრობს ყურადღებას. და მაინც, ის ყველაზე თამამად ითვლება 2022 წლის ფერებს შორის, როგორც გიჟური ენერგიის მატარებელი. ამასთანავე, საგულისხმოა ეს ერთგვარი სამეფო ტონი და ინტიმური მომხიბვლელობა.

ხავერდოვანი იისფერი მეწამულის ტრადიციულ სამეფო ასოციაციებს იწვევს. მისი ბუნებრივი დანამატია მწვანე კონტრასტული ელფერი, როგორიცაა ზურმუხტი. ფერთა სპექტრში მისი მუქი მდებარეობის გათვალისწინებით, ის ასევე შესანიშნავ საფუძველს წარმოადგენს ნეონის ელექტრული ტიპის ნათელი აქცენტებისთვის.

წყნარი ოკეანის ვარდისფერი — #DB7093

წლევანდელი გათვლებით, ყველაზე მოდური ფერი გამხმარ ყვავილებს მოგვაგონებს, რომლებიც ძველი წიგნის ფურცლებს შორისაა მოთავსებული. ტაქტილური და ვარდისფერი, როგორც კადრები ვეს ანდერსონის ფილმებიდან… მართალია, ვარდისფერი არც აქამდე ყოფილა ყურადღების მიღმა დარჩენილი, მაგრამ ახლა განსაკუთრებით აქტუალური ხდება.

წყნარი ოკეანის ვარდისფერი კარგად ერწყმის სხვა ვარდისფერ და ატმის ტონებს. მისი სახელის შესაბამისად, შეგიძლიათ, ღია ფირუზის ფერთან შეახამოთ, რათა ოკეანის მოციმციმე სანაპიროზე მზის ჩასვლის ეფექტი შექმნათ.

მწვანე მეფობს

მწვანე ფერის გამოყენება მარტივია — ყოველ შემთხვევაში, რეკლამებისთვის, რომლებიც მას ფერთა სქემაში აერთიანებს. როგორც Shutterstock.AI მოწმობს, რეკლამის ინდუსტრიაში მწვანე ფერის ტონალობები დომინირებს. ასე რომ, თუ გსურთ, თქვენი პროექტები პროფესიონალურად შესრულდეს, განიხილეთ ზურმუხტის, ნეფრიტის, ცაცხვის, პიტნის და სხვა მსგავსი ფერები.

Shazam-ის iOS ვერსია სიმღერებს, მათ ამოსაცნობად, უფრო დიდხანს მოუსმენს

“ჰოუმმარტი“ – განახლებული სავაჭრო ცენტრი ქალაქის ცენტრში