in

Shutterstock თავისივე ბიბლიოთეკაში AI რედაქტირების ხელსაწყოებს ამატებს

veon
veon

აქ Creative AI-ზე გესაუბრებით, რომელიც კომპანიამ სულ ახლახან გაგვაცნო და რითაც მომხმარებლებს თავისივე ბიბლიოთეკიდან მისცა სურათების რედაქტირების შესაძლებლობა. უფრო კონკრეტულად, ეს Shutterstock-ის მომხმარებლებს ისეთი ელემენტების შეცვლის საშუალებას აძლევს, როგორებიცაა ფერი, ფონი და ზომები. 

Creative AI 6 განსხვავებულ ხელსაწყოს გთავაზობთ, მათ შორისაა Magic Brush ზუსტი რედაქტირებისთვის, Smart Resize სურათების ჩამოსაჭრელად და უფასო AI Image Generator. აქვე შეხვდებით სურათების გაფართოებისა და მთლიანი ფონის შეცვლის ხელსაწყოებს. თანაც ეს ყველაფერი ფასიანი გამოწერის გარეშე იქნება ხელმისაწვდომი, ერთადერთი, რაც დაგჭირდებათ, თქვენს ექაუნთზე შესვლაა. ხოლო თუ მიღებული ფოტოების კომერციალიზაციას დააპირებთ, ამაზე უკვე ლიცენზირების საფასური მოქმედებს.

მნიშვნელოვანია ისიც აღვნიშნოთ, რომ Shutterstock-ის ბიბლიოთეკიდან ყველა სურათი არ არის რედაქტირებისთვის ხელმისაწვდიმი… ხელოვნური ინტელექტის სურათების გენერატორი კი ნებისმიერი პროექტისთვის შეგეძლებათ უპრობლემოდ გამოიყენოთ. 

ეს პროცესები მეტად ეთიკური რომ იყოს, კომპანია Content Authenticity Initiative-თან გაერთიანდა, რათა ებრძოლოს შეცდომაში შემყვანი ინფორმაციების გავრცელებას. უფრო მეტიც, Shutterstock არწმუნებს ხელოვანებს, რომ ისინი სამართლიან კომპენსაციას მიიღებენ თუ მათი სურათები ლიცენზირებული იქნება რედაქტირების შემდეგ. როგორც განმარტავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ AI სურათების გენერატორი უსაფრთხოა გამოსაყენებლად და ამასთან, ამ დროს თავი შეგიძლიათ დაცულად იგრძნოთ.

„გასაბერი კაცები” უსაფრთხოების შესამოწმებლად – Skoda-ს უახლესი ტექნოლოგიები

როგორ ვიმუშაოთ განახლებული Slack-ით უფრო მარტივად?