in

ანტრეპრენერი, რომელმაც მარტომ შექმნა Shutterstock

Shutterstock – დღეს, ამ სახელს ბევრი იცნობთ, ვისაც ფოტოკონტენტთან გქონიათ შეხება. დღესდღეობით, კომპანიის ღირებულება $3.08 მილიარდია. მისი ისტორია ფოტოგრაფსა და პროგრამისტ ჯონ ორინგერის სახელს უკავშირდება. დღეს, Shutterstock-ის პლატფორმას ასიათასობით მომხმარებელი ჰყავს, ამიტომ გადავწყვიტეთ მისი შექმნის ისტორია მოგითხროთ.

ჯონ ორინგერმა ბიზნესი, 2003 წელს, 100 000 ფოტოს გადაღებით დაიწყო. იყიდა კამერა Canon Digital Rebel, რომელიც იმ დროს $800 ღირდა და ექვსი თვის განმავლობაში იღებდა ფოტოებს. შემდეგ, გადაღებული მასალებიდან 30 000 ამოარჩია და საკუთარ ვებგვერდზე განათავსა. დამატებითი ინვესტიცია არ უძებნია, საქმე თავად დააფინანსა: „ეს იმიტომ, რომ ისეთი პროდუქტით დავიწყე მუშაობა, რომელიც იმ დროისთვის არ არსებობდა. არასოდეს ამიღია ვენჩურული კაპიტალი არცერთ იმ სტარტაპში, რომელიც წამოვიწყე. ყოველთვის ფოტოებს ვეძებდი. მათი ფასი კი, $500 ღირდა ან ავტორებს ვუკავშირდებოდი, უფლებების მოსაპოვებლად.“

ბიზნესი სწრაფად იზრდებოდა. ორინგერის ნამუშევრები აქტიურად იყიდებოდა. მან შეამჩნია, რომ ციფრული ფოტოაპარატების ფასის კლებასთან ერთად, სულ უფრო მეტი ადამიანი იწყებდა ფოტოების გადაღებას და მიხვდა, პროფესიონალ ფოტოგრაფთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. ის ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ფოტომასალა ჰქონოდა გასაყიდად და სხვა ფოტოგრაფებისგანაც იძენდა ფოტოებს..

„გარე ინვესტიციაზე არ ვიყავი ორიენტირებული, ყველაფრის ჩემით კეთება მერჩივნა. ეს სწავლის ჩემეული გზა იყო. მჭირდებოდა ფოტოგრაფები, ამიტომ თავად გავხდი ფოტოგრაფი. წერილებსაც თავად ვაკეთებდი, ვებგვერდიც მე თვითონ დავაპროგრამე. ეს გამოცდილება დღემდე მეხმარება გადაწყვეტილებების მიღებისას.“

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

მასშტაბური სასკოლო სტარტაპ მარათონი – გაიგე მეტი მენტორებისგან

წიგნის ჩუქების თვე ბიბლუსისგან #აჩუქეწიგნი