in

Shutterstock და OpenAI „პასუხისმგებლიან“ AI ხელოვნებას გთავაზობთ

Creative Flow-ს გამოშვების შემდეგ, რომელიც შემოქმედებით ადამიანებს ხელოვნური ინტელექტის გურუსთან ერთად ეხმარება, Shutterstock მანქანათმცოდნეობის სამყაროში DALL-E-ს დამფუძნებელ OpenAI-სთან ერთად კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს — სურათების პლატფორმა „პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე“ სახით AI-ს მიერ გენერირებულ ხელოვნებას შემოგთავაზებთ. ამასთან, შექმნის ფონდს მხატვრების კომპენსაციისთვის და მსგავს კონტენტთან დაკავშირებული მონაცემებისა თუ შეხედულებების შემდგომ კვლევებზეც იმუშავებს. 

ამის მიზეზი კი ის არის, რომ ხელოვანთა საზოგადოება AI-ს მიერ გენერირებული კონტენტის გავრცელების გამო სულ უფრო დაყოფილი ხდება. Getty Images-მა ახლახან ისიც გამოაცხადა, რომ DALL-E 2-ის, Midjourney-ისა და Stable Diffusion-ის მიერ შექმნილ სურათებს თავისი არქივიდან წაშლის. თუმცა Shutterstock სრულიად განსხვავებულ მიდგომას ირჩევს და სანამ იგი სრულად აკრძალავს მანქანებით შექმნილ ნამუშევრებს, იმედოვნებს, რომ დაადგება ევოლუციის გზას და წარმოების ტექნოლოგიას ეთიკურ პრაქტიკებზე დააფუძნებს.

უახლოეს თვეებში OpenAI საიტზე ინტეგრირდება, მომხმარებლებს კი სურათების გენერირება საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით შეეძლებათ. ამ ფუნქციას პლატფორმა შემდეგნაირად აღწერს: Creativity at the Speed of Your Imagination.

მომხმარებლები ამ ფუნქციაზე წვდომას შეძლებენ, კონტრიბუტორები კი კომპენსაციას მიიღებენ იმისათვის, რომ კონტენტის განვითარებას ახალი შემოსავლის ნაკადებით დაეხმარნენ, რომელსაც სამიზნე სეგმენტად ხელოვანთა საზოგადოება ჰყავს არჩეული. ამასთან, შეიქმნება ახალი სივრცე, რათა დამატებითი კომპენსაცია მისცენ იმ ხელოვანებს, რომლებმაც AI მოდელების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

„მნიშვნელოვანი ძალისხმევით, დაიცვას თავისი ხელოვანების, ფოტოგრაფებისა და შემქმნელების IP უფლებები, Shutterstock პოლიტიკისა და პროცესების განვითარებას აგრძელებს და იყენებს მეთოდებს, რათა უზრუნველყოს, რომ გამოყენების უფლებები და სათანადო ლიცენზიები ყველა კონტენტისთვის დაცული იყოს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტისთვისაც, — აცხადებენ კომპანიაში.

Google Pixel 7 და 7 Pro ზუმერში გამოჩნდა

ჰელოუინის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“