in

როგორ გავატაროთ შვებულება კარგად, როცა საქმეებს სრულად ვერ ვშორდებით

ინტერნეტში უამრავი რჩევა შეგიძლიათ მოიძიოთ, თუ როგორ უნდა გამოეთიშოთ საქმეებს სრულად, შვებულების დროს, თუმცა რა უნდა გააკეთოთ, თუ სრულად offline ყოფნა შეუძლებელია? იქნებ ადვოკატი ხართ, რომელიც მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესისთვის ემზადება, ინვესტორი, რომელიც გარიგებას ასრულებს, გაყიდვების მენეჯერი, რომელიც კვარტალს ხურავს, ან სხვა სფეროს სპეციალისტი, ვისაც გადაუდებელი, კრიტიკული ვადა აქვს, მაგრამ ძალიან სურს განიტვირთოს?ურთიერთსაპირისპირო პრიორიტეტების დაბალანსება მარტივი არაა, მაგრამ შესაძლებელია.

უთხარით ადამიანებს, რომ არ ხართ ადგილზე

როცა შვებულების დროს მუშაობას მუშაობას გეგმავთ, შეგიძლიათ უზარმაზარი წნეხი მოიხსნათ, თუ ადამიანებს აცნობებთ, რომ ოფისში არ იმყოფებით. თუ სამუშაო საათებში მოგზაურობთ, არ ჩაერთოთ საქმიან პროცესებში, სანამ გზაში ხართ. იგივე გააკეთეთ ნებისმიერ დღეს, როდესაც დღის გარკვეულ მონაკვეთებში არ იქნებით ხაზზე. შეიძლება იფიქროთ, რომ სჯობს არ აცნობოთ ხალხს თქვენი მოგზაურობის შესახებ იმ მოტივით, რომ შეტყობინებებს შეამოწმებთ, როცა თავისუფალი დრო გექნებათ აეროპორტში ფრენის წინ, ან როცა სასტუმროში მიხვალთ… მაგრამ თუ არ აცნობებთ ხალხს, რომ არ ხართ ადგილზე, უფრო დაიძაბებით და ეს თავად მოგზაურობაშიც შეგიშლით ხელს. ნაცვლად იმისა, რომ მშვიდად იყოთ მგზავრობის დღეს, აბუზღუნდებით სხვა გარემო ფაქტორებზე, რაშიც ხელი სამუშაო დატვირთვის გამო შეგეშალათ.

საგანგებო სიტუაციების მართვა

კიდევ ერთი რამ, რომელმაც შეიძლება ჩაგიშალოთ რეალური დასვენების მცდელობა, არის საგანგებო სიტუაციებთან გამკლავება. ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ტელეფონის კომპულსიური შემოწმება იმ დროს, როდესაც თქვენ ვარაუდობთ, რომ თავისუფალი ხართ.

ნებისმიერი დღისთვის, როდესაც მთელი დღის მანძილზე არ მუშაობთ, იყოლიეთ ადამიანი, რომელსაც შეუძლია უმეტესი საკითხების მოგვარება და დაგიკავშირდებათ, თუ საგანგებო სიტუაცია წარმოიქმნება. დააკვალიანეთ ის ზუსტად იმ საკითხებზე, თუ როდის და როგორ გსურთ, რომ დაგიკავშირდნენ.

გემრიელად დასვენების რეალური საიდუმლო არის იმის ცოდნა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, სანამ თქვენ ხელახლა ჩაერთვებით – თუ არა, საჭირო დროს დაგიკავშირდებიან.

შეხვედრების ფიქსირებულ დროებში დანიშვნა

თუ იცით, რომ გექნებათ ფიქსირებული სამუშაო დრო, სტაბილური ინტერნეტ კავშირით, მაშინ ღირს შეხვედრების წინასწარ ჩანიშვნა. თუმცა, სჯობს ეს შეხვედრები შუადღის ან საღამოს დროებში არ ჩანიშნოთ. იგივე ეხება სატელეფონო კომუნიკაციასაც – თუ დასარეკი გაქვთ, არ დაჰპირდეთ კონკრეტულ დროს დაკავშირებას.

არასაჩქარო საკითხებში ჩართვა

იმისათვის, რომ თქვენს განრიგში დაიტოვოთ სივრცე დასასვენებლად, იმაზე ნაკლები უნდა აკეთოთ, ვიდრე ოფისში ყოფნისას. თუ მოგზაურობთ, მაგრამ მაინც სამუშაოს უზიხართ, ცდუნება გიჩნდებათ უპასუხოთ შემთხვევით კითხვას, დაეხმაროთ ვინმეს, ან სხვაგვარად მიიღოთ მონაწილეობა არასაჩქარო სამუშაო საკითხებში.

შეზღუდეთ სამუშაო საათები

იმისათვის, რომ სიღრმისეულად მოდუნდეთ, ეცადეთ საქმე კონკრეტულ დროს გააკეთოთ და არ გაწელოთ ის მთელი დღის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში, გამოვა, რომ რეალურად ცოტა სამუშაო დიდ დროზე გაწელეთ.

მიუხედავად იმისა, რომ შვებულების დროს მუშაობა სასურველი არ არის, მაინც შესაძლებელია კრიტიკული სამუშაოს შესრულება, სასიამოვნო დასვენებით ტკბობას შეუთავსოთ. მთავარია, წინასწარი დაგეგმვა და იმ რამდენიმე გავრცელებული შეცდომის თავიდან აცილება, რომელსაც ადამიანები უშვებენ საქმისა და პირადი ცხოვრების ერთმანეთში არევისას.

წყარო: HBR



Esports Insider საქართველოში შემოვიდა!

3 რამ, რაც დასაქმებულმა მშობლებმა სკოლის დაწყებამდე უნდა გააკეთონ