31
Aug
2018

შვებულების წინა ქაოსომანია და გაჩერების უნარის აუცილებლობა – ნუცა ავალიშვილის #აზრები

31 Aug 2018

M2
M2


შვებულების წინა ქაოსომანია – ბოლო ძალების მობილიზება და ორგანიზმის მაქსიმალურად დასტრესვა იმისთვის, რომ შემდეგ ამოვისუნთქოთ, გავრცელებული ფორმაა და მსოფლიოში ყველგან გხვდება.. საქართველოც არ არის გამონაკლისი. ცოტა წააგავს საუნის შემდეგ ცივი წყლის გადავლებას.

შვებულების წინ ყველაზე ხშირად ვფიქრობთ, როგორ მოვემზადოთ მისთვის ისე, რომ ამ დღეებში სამსახურზე არც კი გაგვეფიქროს. თითქმის შეუძლებელია ამის რეალობად გადაქცევა, მაგრამ მცდელობას რა უდგას წინ. ხშირად გვიცდია, შვებულების წინა პერიოდში წინასწარ გაგვეკეთებინა ის საქმეები, რომელიც ჩვენს დასვენების დღეებში უნდა გაკეთებულიყო. ძალიან დიდი შრომის, ძალისხმევის შემდეგ, გაბრაზებული ხვდები, რომ ეს შეუძლებელია. სამსახური ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობაა, რომელსაც წინასწარ ვერ გაამზადებ. ამიტომ, თავში მკაფიოდ უნდა გამოიკვეთოს ის მნიშვნელობა, რაც სიტყვა შვებულებას მოყვება და წონას მატებს. არავის სჭირდება არაპროდუქტიული, აგრესიული და დეპრესიული თანამშრომელი, რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, ჯანმრთელობის პრობლემებიც ემატება.

ნუცა ავალიშვილი – „გურიელის“ კომერციული დირექტორი

რეალურად, შვებულება ათავისუფლებს ორგანიზმს სტრესისგან, მას აძლევს მოდუნების საშუალებას, გამოყავს ადამიანი რუტინული ქაოსიდან და აძლევს მას საშუალებას გახდეს ცხოვრების მონაწილე. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საფეხურზე ხარ შენი კარიერის, რა პოზიციაზე და რა მიზნები გაქვს წინ. შვებულება აუცილებლობაა და მისი შელახვა, გაცდენა ან გაფუჭება ზიანს აყენებს როგორც დასაქმებულსა და დამსაქმებელს, ასევე საქმეს.

არის ასეთი კვლევა, რომელიც 1992 წელს ჩატარდა „Framingham Heart Study” და დღესაც ვალიდურია. ეს კვლევა 20 წლის განმავლობაში დასაქმებულ ადამიანებზე დაკვირვებას მიეძღვნა. აღმოჩნდა, რომ კაცებში, რომლებიც შვებულებას არ ცნობენ 30%-ით უფრო მეტია გულის დაავადებები, ხოლო ქალებში ეს დაავადებები იზრდება 50%-მდე. ამის გარდა, გამოიკვეთა ისეთი დაავადებები, როგორიც არის: დიაბეტი, ნერვოზი, სიმსუქნე.. რეალურად, რომ დაფიქრდე შენი ხელფასი არ გეყოფა იმისთვის, რომ ამ ყველაფერს სრულყოფილად უმკურნალო. განსაკუთრებით თუ შენ საქმეში აუცილებელია კრეატივი, შეუძლებელია ეს განტვირთვის სხვა სივრცეების და სიუაციების აღმოჩენის გარეშე. ისედაც, ძალიან რთულია დღევანდელი ცხოვრების რითმს სტრესის გარეშე აყვე. აუცილებელია გქონდეს უნარი გაჩერების.

იმის მიუხედავად, რომ ჩემი საქმე ძალიან მომწონს, მსიამოვნებს და მაინტერესებს, ზუსტად ვიცი, რომ ამ საქმეს უნდა მოვწყდე გადავიდე ცხოვრების მეორე ნაწილში, სადაც უფრო მეტი ემოციაა, მეტი ურთიერთობა, მეტი სიყვარული სადაც შენი შეკეთება, აღდგენა და შევსება ხდება. რაც შეეხება შვებულების დროს თანამშრომლიის შეწუხებას, ვთვლი რომ ეს მაშინაც კი უხერხულია, როცა სხვა გზა არ გრჩება.

განხილვა