in

შვედეთი მანქანების პარკინგს შეხვედრის ადგილებად გარდაქმნის

ეს არის ერთ წუთიანი ქალაქის კონცეფცია

veon
veon

შვედეთის მასშტაბით, ქალაქის მაცხოვრებლებს შანსი ეძლევათ, თავიანთი საცხოვრებლების წინ ურბანული სივრცეები გარდაქმნან. წინასწარ აშენებული მოდულების დახმარებით, პარკინგის ადგილები მაგიდებით, სკამებითა და მცენარეებით ჩანაცვლდება. ეს ყველაფერი მთავრობის გეგმის ნაწილია, რომელიც მოსახლეობას გარემოს გაუმჯობესებაში ეხმარება.

ხის მოდულებს შეუძლია, ისეთი სივრცეების არსებობა უზრუნველყოს, როგორიცაა დასასვენებელი ადგილები, ურბანული ბაღები, სათამაშო მოედნები, გარე სპორტული დარბაზები, ველოსიპედის გასაჩერებელი ადგილები და ელექტრო სკუტერის დასატენი წერტილები. “ეს არის LEGO-ს, IKEA-ს ან Minecraft-ისგან მიღებული ინსპირაცია, სადაც თანმიმდევრული სისტემაა შექმნილი, რომელსაც შეუძლია ადაპტირება, გარდაქმნა და დამატება” – Vinnova-ს სტრატეგიული დიზაინის დირექტორი დენ ჰილი.

ქალაქის დაგეგმვის ეს ჰიპერლოკალური მიდგომა “ერთ წუთიანი ქალაქის” კონცეფციის გარშემოა შექმნილი. ეს არის იდეა, რომელიც ადამიანების მიერ მცირე მიღწევების შედეგად ყოველდღიურობის რაღაც უფრო ღირებულად გარდაქმნას ემსახურება. პროექტს სახელწოდებით, Street Moves, შვედეთის მთავრობა და კერძო სექტორები ხელმძღვანელობს. მათთვის მნიშვნელოვანია, კონკრეტული არეალები დაუბრუნონ ადამიანებს, რომლებიც ამით ყველაზე მეტად ისარგებლებენ.

შვედეთის იდეა პარიზის 15 წუთიანი ქალაქის კონცეფციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც 70 000 საპარკინგო ადგილს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გაკეთებული გამწვანება ჩაანაცვლებს. საფრანგეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილებას, რაც ქალაქის მასშტაბით გამონაბოლქვს საგრძნობლად შეამცირებს.

ათმილიონიანი ბორბალი და უწყვეტი მოგებები მხოლოდ აჭარაბეთზე

„საქართველოს უნივერსიტეტი“ კიბერუსაფრთხოების კვალდაკვალ