9
Dec
2019

BETSSON-ის შვილობილი „ევროპაბეთი“ თამაშის პოლიტიკაში ცვლილებებს იწყებს

9 Dec 2019

„ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის“ – „ევროპაბეთმა“ თავის ბრენდ ამბასადორთან, ცნობილ იტალიელ ფეხბურთელ ანდრეა პირლოსთან ერთად სწორედ ასე დაიწყო განახლებული კომუნიკაცია თავის მომხმარებელთან.

პირლოს მესიჯი – „თამაში სიამოვნებისთვის“ პირველი და აუცილებელი გზავნილია მოთამაშეებისთვის „ევროპაბეთისგან“, იმისთვის, რომ ქართველ მომხმარებლამდე „პასუხისმგებლიანი თამაშის“ სრულიად ახალი კონცეფცია მივიდეს.

„პასუხისმგებლიანი თამაშის“ მასშტაბური კონცეფცია სამ მიმართულებას ეფუძნება:

  • პასუხისმგებლობა სათამაშო ბიზნესში
  • პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში
  • პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ

„ევროპაბეთი“ 4 წლის წინათ  გაიყიდა და სრულად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის მფლობელობაში. BETSSON ლეგალურად 10 სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს. სხვა ბენეფიტებთან ერთად, გლობალური კომპანიის ნაწილად ყოფნა ევროპული სტანდარტებისა და წარმატებული გამოცდილებების გაზიარებასაც მოიაზრებს.

BETSSON წლებია, წარმატებით ახორციელებს პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკას არაერთი ქვეყნის ბაზარზე. კომპანიას საკმაოდ განვითარებული ონლაინ ხელსაწყოები აქვს, რომელთა დანერგვაც „ევროპაბეთში“ ეტაპობრივად იგეგმება.

სიახლეა, პირველ რიგში, კომპანიის მიერ დაგეგმილი ცვლილებები კომუნიკაციაში. „ევროპაბეთი“ 2019 წლის დეკემბრიდან რეკლამების მაქსიმალურად თვითრეგულაციას იწყებს. გარე რეკლამის გარდა, ცვლილებები შეეხება ციფრულ რეკლამას, სატელევიზიო და რადიო რეკლამებს; ასაკის მაქსიმალურად შეზღუდვას და კიდევ სხვა ნაბიჯებს, რომელთა განხორციელებაც უკვე დაწყებულია.

კომპანიის მარკეტინგის დირექტორის ლაშა გოგუას თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესს საფრთხე არ ემუქრება და საერთაშორისო გამოცდილებაც საპირისპიროს აჩვენებს.

„არცერთი ბიზნესის ინტერესი არ არის, მომხმარებელს შეექმნას პრობლემა. „პასუხისმგებლიანი თამაში“ ბიზნესოპერაციებში რისკების დაზღვევას ემსახურება. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, მომხმარებელი გაერთოს და პრობლემები არ შეექმნას“, – აცხადებს „ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორი ლაშა გოგუა.

შვედეთი, გერმანია, მალტა წარმატებული საერთაშორისო მაგალითებია, სადაც სწორი რეგულაცია კარგ შედეგებს იძლევა – სულ ერთია, ეს სახელმწიფოს მოთხოვნითაა განხორციელებული თუ კომპანიის შიდა პოლიტიკით განსაზღვრული.

საკომუნიკაციო არხებზე თვითრეგულაციით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოხმარდება. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში „ევროპაბეთი“ 2,2 მილიონ ლარს დახარჯავს.

კომპანია „ევროპაბეთი“ მომხმარებელთან კომუნიკაციის პოლიტიკას 2019 წლის დეკემბრიდან აამოქმედებს – უკვე ჩამოხსნილია „ევროპაბეთის“ ბილბორდები ქვეყნის მასშტაბით, მის ადგილას კი მხოლოდ ერთი მესიჯია დარჩენილი: responsible.ge. დომეინის ცვლილება მასშტაბური და, ქართული სათამაშო ბიზნესისთვის, სრულიად ახალი პროექტის დაწყების მანიშნებელია: „ევროპაბეთმა“ უკვე რამდენიმე თვეა, დაიწყო „პასუხისმგებლიანი თამაშის“ პროექტი.

„ევროპაბეთი“ ამ ახალ, სათამაშო ბიზნესის ქართული ბაზრისთვის უნიკალურ კამპანიას დეკემბერშივე იწყებს და მას ეტაპობრივად განახორციელებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ამასთანავე, კომპანია ყოველი კვარტალის ბოლოს წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც 100%-ით გამჭვირვალე იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას შესაძლებლობა ექნება, ნახოს, რა შედეგი ჰქონდა ამა თუ იმ ინიციატივას.

 

[პარტნიორის კონტენტი}

განხილვა