in ,

6 დღე და 30 000 ზარი სოფლის ერთადერთ ტელეფონზე – კამპანია, რომელმაც წყნარი სოფელი აახმაურა

BOG
BOG

ხანდახან იმისთვის, რომ ტელეფონს ვინმემ უპასუხოს, მთელი სოფელია საჭირო. შვეიცარიის ერთ–ერთი პატარა დასახლება Tschlin–ი ცნობილია თავისი მშვიდობიანი გარემოთი და სიწყნარით. სოფელი იმდენად წყნარია, რომ მის ცენტრში დადგმული ტელეფონის ხმა მთელ მოსახლეობას ესმის ხოლმე. სწორედ ეს ტელეფონი გახდა  ახალი კამპანიის მთავარი “იარაღი” და Tschlin–ის ტურისტული განვითარების საწინდარი.

BOG
BOG

 

 

ეს უჩვეულო სოფელი სააგენტო Jung Von Matt–მა “აღმოაჩინა” და იმდენად დაინტერესდა მისი პოპულარიზაციით, რომ კამპანია წამოიწყო, შექმნა ვებ გვერდი და ვიდეორგოლიც გადაიღო. კამპანიის პირობის თანახმად, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს შეუძლია დარეკოს სოფლის ტელეფონზე. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობიდან ერთი ადამიანი მაინც ვერ მოახერხებს ტელეფონის დროულად აღებასა და პასუხის გაცემას, მაშინ ის გამარჯვებულია და საჩუქრად უფასოდ დასვენებას, სოფლის დათვალიერებასა და სხვადასხვა პრიზებს მიიღებს. ნამდვილად მიმზიდველი წინადადებაა. ვინ არ მოინდომებს ახალი, წყნარი ადგილის დათვალიერებას და დასვენებას?!

კამპანიის დაწყებისთანავე, ტელეფონი არ გაჩერებულა. მოსახლეობას ყოველ წუთას უწევდა საქმის მიტოვება და ტელეფონისკენ გაქცევა. ძირითადად ასწრებდნენ ხოლმე პასუხის გაცემას, მაგრამ გამარჯვებულიც საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა. 6 დღის განმავლობაში 30,000 ზარი განხორციელდა, კამპანიის ვიდეორგოლმა 1,5 მილიონი მნახველი დააგროვა და ფართო გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტ სივრცეში.

Tschlin–ის მოსახლეობა კამპანიამ ბევრი არბენინა, თუმცა, ეს ამად ნამდვილად ღირდა. სააგენტოს წარმომადგენლები თვლიან, რომ მთავარი მოტივაცია არა პრიზის მოპოვება, არამედ თავად აზარტი იყო. ასეა თუ ისე, უბრალო ტელეფონის საშუალებით, ძალიან სახალისო და სასარგებლო კამპანია განხორციელდა.

“ერთი მოგზაურობა, ორი გუნდი” – ავიაკომპანია United–ის ვიდეორგოლი აშშ-ს ოლიმპიური გუნდის მხარდასაჭერად

For Georgian agencies: from Ad Black Sea Awards to ADC*E Awards