in

შვეიცარია პასპორტის ახალ დიზაინს გვაცნობს

როგორც წესი, პასპორტები ბიუროკრატიულ საჭიროებებს პასუხობს და არც გვახსენდება შემდეგ მოგზაურობამდე… თუმცა, შვეიცარიელებმა ამ გზით ჩვენთვის ქვეყნის იდენტობის გაცნობა გადაწყვიტეს. გვიმტკიცებენ, რომ ალპების, შოკოლადის, ყველისა თუ საათების გარდა, კიდევ ერთ რაიმეში არიან განსაკუთრებულნი.

BOG
BOG

პასპორტის ფურცლებზე ქვეყნის პეიზაჟებია დატანილი, 3D რელიეფებით კი ალპური მწვერვალებიდან დაბლობებისკენ გვამოგზაურებს. ჩათვალეთ, რომ შვეიცარიისადმი მიძღვნილი კარტოგრაფიული სასიყვარულო წერილია, რომლის საიდუმლოებას ულტრაიისფერი შუქი ავლენს. ასე ფარულ კონტურულ ხაზებსა და არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებს ვეცნობით, რომლებიც ინტერაქციული გამოცდილების მომსწრეს გვხდის.

ვიზუალურ ესთეტიკასთან ერთად, დიზაინი იმგვარი ტექნოლოგიითაა შესრულებული, რომ მისი ასლის შექმნა თითქმის შეუძლებელია… 

შვეიცარიის ახალი პასპორტის დიზაინზე RETINAA-მ იმუშავა, დანარჩენი კი თავად შეაფასეთ:

5 მარტივი კითხვა საკუთარი თავის საპოვნელად

საქართველო vs სომხეთი: მოლოდინები მატჩების წინ – საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი