შვეიცარიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ყატარის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს, ეს საგზური შვეიცარიელებმა საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში მოიპოვეს, მურატ იაკინის ფეხბურთელებმა ბულგარეთის ნაკრები გაანადგურეს, თავის მხრივ ეს შედეგი საკმარისი არ იქნებოდა, რომ არა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები, რომლებიც საკუთარ კედლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს დაუზავდნენ, შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა, შესაბამისად შვეიცარია პირდაპირ მოხვდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, იტალიას კი ფლეი-ოფის საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწევს.
ირლანდიელებისთვის მადლიერების გამოსახატავად შვეიცარიელთა თავკაცმა 9.3 კგ ცნობილი შვეიცარიული შოკოლადი ბრიტანეთში გააგზავნა. „93 წუთის განმავლობაში ევროპის ჩემპიონთან გოლი არ გაუშვით“ – სწორედ ამის სიმბოლიზება იყო შოკოლადის ეს რაოდენობა. იაკიმი შოკოლადს საკუთარი ხელით ფუთავს, ასევე მღერის ჩრდილოეთ ირლანდიის ჰიმნს.
სახალისო ვიდეო ინტერნეტ სივრცეში მალევე ვირუსულად გავრცელდა, განსაკუთრებულ ტრენდული კი ტვიტერზეა.