NFT ტოკენი სიახლე და ინოვაციაა, რომელიც საფეხბურთო სივრცესაც იპყრობს. NFT არის ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული ქონება, ერთგვარი ციფრული ხელოვნების ნიმუში, რომელიც უბრალო სურათის მსგავსი არაა. მისი განსხვავება ის არის, რომ კრიპტოვალუტის ავთენტიფიკაცია აქვს, რაც ნიშნავს, რომ NFT-ს ავტორს, მისი ნამუშევრისთვის აქვს მინიჭებული უნიკალური NFT-ს ტიტული (Badge) – რაც დასტურია ნამუშევრის ორიგინალობისა. მსგავსი ნამუშევრები სხვადასხვა ონლაინ-აუქციონებზე უკვე აქტიურად იყიდება. რამდენიმე კვირის წინ მსგავსი აქტივობა ძმებმა არველაძეებმა განახორციელეს, როდესაც აუქციონზე მათი ციფრული მაისურები გავიდა.
როგორც ჩანს ამ სიახლეს ფეხი შვეიცარიის საფეხბურთო ლიგაშიც აუწყვეს, პირველი ევროპული საფეხბურთო კლუბი, რომელიც ციფრულ ვაჭრობას საკუთარ ონლაინ ფანშოპში იწყებს იანგ-ბოიზია, შვეიცარიის ჩემპიონი და საუკეთესო კლუბი, მომდევნო კვირიდან სპეციალურ ქარდებს გასაყიდად გამოიტანს, ღირებულება 95 შვეიცარული ფრანკი (დაახლოებით 93 ევრო) იქნება. გულშემატკივრებს ბარათების შეძენა ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით შეეძლებათ.
„ვფიქრობ საინტერესო გამოწვევა და ნაბიჯია. ციფრულ სანყაროში ვცხოვრობთ, ეს პროცესები ყოველდღიურად ელვის სისწრაფით ვითარდება და წინ მიდის, გვსურს ჩვენი სიტყვა ამ მიმართულებითაც ვთქვათ, როგორც ვიცით პირველები და ინოვატორები ვართ. ყველაზე საინტერესო გულშემატკივრების რეაქციები იყო, რომლებიც სიახლეს საკმაოდ ემოციურად და დადებითად შეხვდნენ, დაინტერესება იმდენად დიდია, შესაძლოა კოლექციაზე წინასწარი რეზერვაციების სერვისიც შევთავაზოთ ყველა დაინტერესებულ ფანს„ ამბობს იანგ-ბოიზის გენერალური დირექტორი ვანია გროილი.