საახალწლო სარეკლამო ასპარეზობაში Lexus–იც ჩართო და შექმნა კამპანია “დაუვიწყარი დეკემბერი”, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე 30 წამიანი ვიდეორგოლიც გამოუშვა. საკუთარი სურვილების ნაცვლად, ბავშვები სანტას მშობლების ნაკარნახებ ერთადერთ განსაკუთრებულ საჩუქარს სთხოვენ, Lexus-ის ახალ მანქანას. თოვლის ბაბუაც, რა თქმა უნდა, ვერ ამბობს ბავშების თხოვნებზე უარს და მშობლებს დილით წითელი ბაფთით დამშვენებულ ავტომობილს ახვედრებს.
მთელი წლის განმავლობაში ბავშვები დიდი მონდომებით ცდილობენ კარგად მოიქცნენ და მშობლებს დაუჯერონ, ეს ყველაფერი კი იმისთვის ხდება, რომ დეკემბრის დასაწყისში საწერ მაგიდას მიუსხდნენ და თოვლის ბაბუას წერილი მისწერონ. წერილებში სურვილებია და იმ საჩუქრების ჩამონათვალი, რომლებიც მთელი გულით უნდათ. წელს კი მშობლები ცოტა გაეგოისტდნენ, შვილების წერილები საკუთარი სურვილებისთვის გამოიყენეს. თუმცა, გასაკვირი არც არის, როდესაც საქმე ისეთ ავტომობილებს ეხება, როგორებიც Lexus–ის ახალი მოდელებია.
ასე თუ გაგრძელდა, თოვლის ბაბუას სერიოზული ზარალი ექნება. ძვირფასო ბავშვებო, სანამ დროა დაწერეთ თქვენი სურვილები, თორემ როგორც ხედავთ, მშობლები სერიოზულად არიან განწობილნი და საერთოდ არ ხუმრობენ, შეიძლება თქვენი სურვილიც მიითვისონ.
https://www.youtube.com/watch?time_continue=9&v=7wOBYLbtuqc
https://www.youtube.com/watch?time_continue=12&v=8tsnw3404GQ
https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=77i7u6L92uI
https://www.youtube.com/watch?time_continue=26&v=ySi3WMYaSyc
https://www.youtube.com/watch?time_continue=13&v=wMDpPo0WduE