in

უადგილო ზარები მუშაობის პროცესში! – სტრესი, რომელსაც ყველაზე ძვირფასი ადამიანები გიქმნიან

როცა შენი უახლოესი მეგობრისგან მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღება, სასიყვარულო პარტნიორისგან შემომავალი ზარი, სამუშაო პროცესში, გაფორიაქებს, გსტრესავს, გიქმნის შფოთს, დროა, რაღაც შეცვალო.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ასეთი რეაქციები, ახლობლების მიმართ, როგორც წესი, აქვთ იმ ადამიანებს, რომელთა მიმართაც არსებობს მოლოდინები, რომ კომუნიკაციის მოულოდნელ მცდელობაზე მათ მუდმივად, ყოველმიზეზგარეშე, ექნებათ მყისიერი რეაგირება, მიუხედავად, იმ კონკრეტულ მომენტში არსებული მოცემულობისა. ბუნებრივია, იქნება შემთხვევები, როცა დროულად ვერ მოახერხებ პასუხის გაცემას, ან გაღიზიანებული და სხვა საქმეზე კონცენტრირებული, უხეშად გამოგივა პასუხი და რასაკვირველია, გაანაწყენებ შენ გარშემო ადამიანებს. ამიტომ, შენი მთავარი ამოცანა ხდება არა ის, ბრძოლა ან გაქცევის რეაქციით, როგორ დაიძვრინო თავი სიტუაციიდან და გაუმკლავდე დანაშაულის გრძნობას, რაც შენ მიმართ არსებულ მოლოდინებსა და რეალურ შესაძლებლობებს შორის არსებული სიცარიელიდან არის გამოწვეული, არამედ განსაზღვრო, როგორ შეიძლება, ყველაზე ახლობელ ადამიანებამდე, სწორად მიიტანო ის მდგომარეობა, რაც მათს მოულოდნელ გამუდმებულ და უადგილო ზარებს მოაქვს შენთვის, სამუშაო პროცესში. ამაში კი დაგეხმარება ქვემოთ ჩამოთვლილი უნარების განვითარება:დაიცავი საკომუნიკაციო საზღვრები: ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რეალური მიზეზი იმისა, რატომაც შენთან ახლობელი ადამიანის მიერ მოულოდნელად დაკავშირებას აღიქვამ ნეგატიურად, არის ნდობის არქონა. გგონია, რომ თუ სიმართლეს ეტყვი საყვარელ ადამიანს, რომ ახლა მისთვის არ გცალია, მას ეწყინება და შესაბამისად, შენც დამნაშავედ იგრძნობ თავს. შენ კი სწორედ ეს წინარწმენა გიბიძგებს შეცდომის დაშვებისკენ. როცა შენგან მოსალოდნელ ქცევებს თვითონვე განუმარტავ სხვებს, ისინი თავიანთი ინტერპრეტაციით აღარ გააკეთებენ დასკვნებს. მაგალითად, თუ პარტნიორს აუხსნი, რომ რომელიღაც კონკრეტულ დღეს, ძალიან გჭირდება სამსახურზე კონცენტრირება და ჯობს, მხოლოდ გადაუდებელ სიტუაციაში დაგიკავშირდეს, ალბათობა იმისა, რომ შენ მიმართ არსებული მოლოდინი არასწორად იქნეს გაგებული, მცირდება. ზოგადად, დადებითად იმოქმედებს იმის აღნიშვნა, ძირითადად, რომელ საათებში ხარ ხელმისაწვდომი პერსონალური ურთიერთობებისთვის.

მიეცი თავს ამოსუნთქვის საშუალება: ზღვარს როცა არ იცავ სამსახურებრივ და პირად ცხოვრებას შორის, უფრო და უფრო გიძნელდება როგორც დაკისრებული დავალებების შესრულება, ისე შენ გარშემო არსებული ძვირფასი ადამიანების შენარჩუნება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო დღის განმავლობაში, იმ ადამიანებისთვის, ვინც შენთან დაკავშირებას ცდილობენ, გამოყო კონკრეტული დრო. ეს იქნება შენთვის ერთგვარი ამოსუნთქვის საშუალება, რაც თანამშრომლების თვალში გამოჩნდება, როგორც სამსახურებრივი ვალდებულებების დაბლოკვის დროდ.იყავი მადლიერი: დაიჭირე შენს თავში მადლიერების მომენტი იმ ადამიანების მიმართ, ვინც დარდობს შენზე და აინტერესებს, როგორ ხარ. როცა მუშაობის დრო სცილდება ყველანაირ საზღვრებს, ვეღარ ზრუნავ შენს ჯანმრთელობაზე, აღარ ხარ ბედნიერი და ნელ-ნელა კარგავ ყველაზე ახლობელ ადამიანებს იმის გამო, რომ ვერ დაემთხვიეთ დროსა და მოცემულობებში, მოკლე და საქმიანი პასუხებით შემოიფარგლე და ყოველთვის მერესთვის გადადე მათთან საუბარი. წარმოიდგინე, მხოლოდ 1 კვირა რომ გქონდეს ცხოვრებისთვის, ხომ ყველა წუთს გამოიყენებდი იმისთვის, რომ დარჩენილი დრო შენთვის სანუკვარ ადამიანებთან ერთად გაგეტარებინა?! ამიტომ, შეგიძლია, შეარჩიო ისეთი პასუხი, რომელიც იმდენად გულწრფელი და ნამდვილი იქნება, რამდენადაც შენ მიმართ სხვების დამოკიდებულება: „მადლობა, რომ დამირეკე. ვაფასებ შენს გულისხმიერებას. დღის ბოლოს მოგესიყვარულები“ და ა.შ.

შენი სტრესული მდგომარეობით, იმავე სიტუაციაში აყენებ შენს მეგობრებს, ოჯახის წევრებსა თუ თანამშრომლებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, შენგან ამ ძალისხმევის გაწევა, რომ თავადაც მშვიდად იგრძნო თავი და სხვებმაც არ შეიტანონ ეჭვი შენს სიყვარულსა და პატივისცემაში.

წყარო: hbr.org


ნინი ჩიქოვანი – #პირველისამსახური

როგორ მივიღოთ ჩვენი განვითარებისთვის აუცილებელი კრიტიკული უკუკავშირი ხელმძღვანელისაგან?!