24
May
2017

სტუდენტური პროგრამა Social Impact Award 25 მაისს ფინალისტ გუნდებს გამოავლენს

24 May 2017

Social Impact Award (SIA) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 18 ქვეყანაში ხორციელდება. Impact Hub Tbilisi-სა და ევროპის ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, წელს პროგრამას საქართველოც შეუერთდა. SIA-ს პარტნიორია საქართველოს ბანკი, რომელიც გამარჯვებულ სამ პროექტს, განხორციელების მიზნით, დააფინანსებს.

პროგრამა Social Impact Award (SIA) აერთიანებს როგორც საგანმანათლებლო, ასევე კონკურსის კომპონენტს. საგანმანათლებლო კუთხით, თბილისსა და თელავში ყველა მსურველისათვის 12 უფასო ვორქშოფი ჩატარდა, ოთხ სხვადასხვა თემაზე: სოციალური მეწარმეობა, იდეის გენერირება, ბიზნეს მოდელირება და ბიზნეს გეგმის შედგენა. პროგრამის დასკვნით ეტაპზე, რვა ფინალისტი გუნდიდან, სამი გამარჯვებული გამოვლინდება. თითოეული მათგანი ფულადი ჯილდოს სახით, 2000 ევროს მიიღებს და აგრეთვე, დაესწრება SIA-ს ევროპის სამიტს ბელგრადში (სერბეთი). გარდა ამისა, ერთ-ერთ გამარჯვებულ გუნდს ევროპის ფონდი, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებლობას მისცემს დამატებით 20,000 ლარი მოიპოვოს გრანტის სახით, უშუალოდ პროექტის განსახორციელებლად.

25 მაისს, 15:00 საათზე, პროგრამა Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდები დასახელდებიან. კონკურსის ფარგლებში სულ 48 აპლიკაცია შემოვიდა და ჟიურიმ, მათ შორის, რვა საუკეთესო პროექტი შეარჩია. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები 2017 წლის ივნისსა და ივლისში აქტიურად იმუშავებენ თავიანთ იდეებზე Impact Hub Tbilisi-ში და მენტორების დახმარებით, რეალისტურ ბიზნეს გეგმებს შეიმუშავებენ

განხილვა