in

გახდი მეწარმე და მოუტანე საზოგადოებას სარგებელი – „სიას“ სტუდენტური კონკურსი

9 თებერვალს, 17:00-ზე “Social Impact Award-ის“ („სია“), საერთაშორისო სტუდენტური პროგრამის გახსნითი ღონისძიება გაიმართება თბილისში, „ფაბრიკაში“, ე. ნინოშვილის 8 ნომერში. ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა. „სია“ ყველაზე მსხვილი სტუდენტური კონკურსია სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც ხორციელდება ევროპის მასშტაბით 20 ქვეყანაში. Impact Hub Tbilisi-სა და ევროპის ფონდის ორგანიზებით, წელს კონკურსი საქართველოშიც ჩატარდება. პროგრამის პარტნიორია საქართველოს ბანკი.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=pQMisy2T4tk[/embedyt]
ვის შეუძლია „სიას“ კონკურსში მონაწილეობა
ასაკი განსაზღვრულია 18-დან 30 წლამდე. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლიდან, ასევე, ახალგაზრდას, რომელიც ჯდება ოფიციალურად დადგენილ ახალგაზრდობის 30 წლამდელ ზღვარში. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად, რომელიც დაკომპლექტებული უნდა იყოს არაუმეტეს 4 მონაწილით.

კონკურსში მონაწილეობის ეტაპები
კონკურსი არის, ფაქტობრივად, ერთწლიანი და მონაწილეობა არის უფასო. თებერვლის ბოლოდან იწყება ვორქშოფების სერია, რომელიც სამ ნაწილად გაიმართება, ორჯერ თბილისში, ხოლო ერთხელ – თელავში. პირველი სერია დაგეგმილია 24, 25 და 26 თებერვალს, თბილისში. შემდეგი ეტაპია აპრილის თვის ბოლოს, აპლიკაციების წარდგენა, რომლის მიხედვითაც, ჟიური შეარჩევს 8 ფინალისტ გუნდს. ფინალისტები ივნისსა და ივლისში გაივლიან ორთვიან აქტიურ ინკუბაციას მენტორებთან. საბოლოო ეტაპზე, გადაიღებენ ვიდეოკლიპებს, სადაც წარმოდგენილი იქნება თავიანთი იდეები.

როგორ გამოვლინდება გამარჯვებული
8 ფინალისტს შორის 2-ს გამოავლენს ჟიური, ხოლო 1-ს აირჩევს საზოგადოება, სოციალურ ქსელებში განთავსებული ვიდეოების საფუძველზე.

პრიზი
სამი გამარჯვებული გუნდი მიიღებს ფულად ჯილდოს (2000 ევრო თითო გუნდს) და „სიას“ ევროპის სამიტზე (ბელგრადი, სერბეთი) დასწრების საგზურს. ევროპის ფონდი 3 გამარჯვებულ გუნდს, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, აძლევს შესაძლებლობას, გრანტის სახით მოიპოვონ დამატებით 20.000 ლარი, უშუალოდ პროექტის განსახორციელებლად.

რა არის 1000yleoba.com???

საჭიროა გარისკვა, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და დაუღალავი შრომა განვითარებისთვის – ვიზაჟისტი ქეთო ჩანთაძე