სასურველი მუსიკის მოსაძებნად, ავტომობილის მძღოლს, საშუალოდ, 20 წამი სჭირდება. ეს არის დრო, როდესაც თითოეული მგზავრის სიცოცხლე საფრთხეშია.
![]()
„მუსიკას ეძებ? ავარიას იპოვი“ – ამ სლოგანით, ეკვადორის ნაციონალურმა სააგენტომ Garwich BBDO სპეციალური „პრინტ“ კამპანია “A Conducir“ დაიწყო.
![]()
მსოფლიო ვარსკვლავები Sia Furler, მერლინ მენსონი და აწ უკვე გარდაცვლილი დევიდ ბოუი მძღოლებს აფრთხილებენ, არ დაიწყონ მუსიკის ძებნა, როდესაც ავტომობილს მართავენ, თორემ, შესაძლოა, ზუსტად ის 20 წამი აღმოჩნდეს სავალალო.
![]()
კრედიტები:
საშიში მუსიკა: David Bowie
სარეკლამო სააგენტო: Garwich BBDO, ეკვადორი.
მთავარი აღმასრულებელი დირექტორი: ოსკარ მუნოსი,
მთავარი კრეატიული დირექტორი: ანდრეს სელისი
რეჟისორები: ფიორელა ბრიზი, დანიელ გაბელა
კოპირაიტერი: ვისენტე კონჩა
ფოტოგრაფი: დიეგო კადავიდი.











