in

Zoom-ის AI ასისტენტი გეტყვით, რომელი შეხვედრა გამოტოვოთ — ახალი ფუნქციები Zoomtopia-ს კონფერენციიდან

Lenovo
Lenovo

Zoomtopia-ს კონფერენციიდან მრავალი სიახლე გავიგეთ — Zoom-ს AI კომპანიონი ემატება, რომელსაც შეხვედრების აპლიკაციებთან მუშაობა შეუძლია და საკუთარი ჩანაწერების დამატების შესაძლებლობასაც გვთავაზობს, პლატფორმას AI შეხვედრების დაგეგმვის ფუნქციაც ემატება და AI ავატარებიც, რომლებიც მომხმარებლებს ჰგვანან.

კომპანია დიდი ხნის მანძილზე გვთავაზობდა AI ბოტს, რომელსაც Zoom-ის შეხვედრების ჩაწერა და ტრანსკრიფცია შეეძლო. თუმცა ჩანაწერების სხვა პლატფორმებმა, იქნებოდა ეს Read AI, Otter, Fireflies, Granola თუ Circleback, პოპულარობის მოპოვება მაინც მოახერხა — სწორედ ამ ტენდენციის შემოსაბრუნებლად შემოგვთავაზა ზუმმა AI კომპანიონი, რომელსაც ისეთ პლატფორმებთან მუშაობა შეუძლია, როგორებიცაა Meet და Microsoft Teams. ამას კი ფუნქციაც დაამატა, რომელიც პირისპირ შეხვედრების დროს გვაძლევს ჩანაწერების გაკეთების შესაძლებლობას. 

როგორც გავიგეთ, ზუმს პლატფორმებს შორის ძიების შესაძლებლობაც დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეეძლებათ ინფორმაციების მოძიება გუგლისა და მაიკროსოფტის პლატფორმებს შორის. 

აქვე გვხვდება AI Companion-იც, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, დროის ის მონაკვეთი ვიპოვოთ, რომელიც ყველა დამსწრე პირისთვის ხელსაყრელი იქნება. მეტიც, იმ შეხვედრების სიაც შეუძლია შემოგვთავაზოს, რომელთა გამოტოვებასაც ახალი “free up my time”-ის მოთხოვნით მოახერხებთ. შეხვედრების პროაქტიული რეკომენდაციებიც დაგხვდებათ, იქნება ეს შემოთავაზებული ამოცანები, საჭირო ნივთები მოსამზადებლად თუ ჯგუფის AI ასისტენტი. 

ფოტორეალისტური ავატარებიც არ დავიწყებიათ — ავატარები თქვენს ქმედებებს მიბაძავს ვიდეოში და ყველაზე მეტად მაშინ გამოგადგებათ, როცა კამერის ჩასართავად შესაბამისად არ გამოიყურებით. თუმცა, რაღა თქმა უნდა, სხვა ადამიანების ავატარების არასწორად გამოყენების რისკიც მატულობს, რის გამოც, შესაძლოა, IT-იმ ამ ფუნქციის გათიშვა შემოგთავაზოთ… ასეა თუ ისე, ფუნქცია ხელმისწვდომი წლის ბოლოსთვის გახდება. 

განახლების ფარგლებში მასპინძლები Zoom Clips-ის გამოყენებასაც შეძლებენ, ასინქრონული ვიდეო ხელსაწყოსა და ავატარების, რათა ადამიანებს მიესალმონ, რომლებიც მომლოდინეთა ოთახებში იმყოფებიან და მათ შეხვედრის მიზანიც გააცნონ. AI ახალ ლაივში თარგმნის ფუნქციასაც წარუძღვება. 

დაბოლოს, ზუმი განახლებულ ვებ ინტერფეისს სთავაზობს მომხმარებლებს AI კომპანიონისა და ფუნქციების უკეთ წარმოსაჩენად, იქნება ეს ასისტენტი, რომელიც ელ.წერილებისა და დოკუმენტების შედგენაში გვეხმარება თუ უფრო სიღრმისეულად ძიების ფუნქცია.

აღსანიშნავია, რომ Zoomtopia-ს გარდა, ეს თვე არაერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიებით იყო დატვირთული, შეგიძლიათ Apple-ის Awe Dropping-ის სიახლეებს გაეცნოთ ან ახალ ფუნქციებს Made on YouTube-ის ღონისძიებიდან…

მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, „სტეპის” საშემოდგომო მიღების დამატებითი ჯგუფები გაიხსნა!

ჟინი ყოველთვის იგებს – საქართველოს ბანკის ახალი კამპანია