in , ,

სიახლე ტურიზმის მარკეტინგში – იმოგზაურე ადგილებში, სადაც შენი საყვარელი ფილმების გადაღებები მიმდინარეობდა

მოგზაურობა სულ უფრო საინტერესო  ხდება. ავიაკომანია Transavia Airlines–მა და Chanal Play-მ მომსახურებების გაერთიანებით ახალი მარკეტინგული მიდგომა დანერგეს. რა თქმა უნდა, საინტერესოა იმ ადგილებში მოგზაურობა, სადაც თქვენი საყვარელი ფილმის გადაღება მიმდინარეობდა. ეს მომსახურება საშუალებას მოგცემთ თავი კონოფილმის გმირად იგრძნოთ.  შეთავაზებით უკვე ისარგებლა 300 000-ზე მეტმა მომხმარებელმა.

მოგზაურობა Chanal Play–ზე იწყება: ირჩევთ HOD პაკეტს (#HolidaysOnDemand) და რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელში შესაბამის ჰეშთეგსაც აფიქსირებთ. შედეგად, 14%-იან ფასდაკლებას ღებულობთ იმ მიმართულებით მოგზაურობაზე, სადაც თქვენ მიერ არჩეული ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა. არჩევანი დიდია – შეგიძლიათ ნებისმიერი აირჩიოთ 120 რჩეული ფილმიდან. 

თქვენ რომელ ფილმს აირჩევდით?!

 

JTI Caucasus – ხალხის მართვის 230 წლიანი ისტორია

Toyota–მ შშმ პირებისთვის განკუთვნილ პარკირების ადგილას არასწორად გაჩერებულ მძღოლებს “ომი” გამოუცხადა