in ,

კამპანია სიჩქარის გადაჭარბების წინააღმდეგ – Movistar

მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ავტოსაგზაო შემთხვევების არათუ პრევენცია, არამედ მაჩვენებლის მცირედით შემცირებაც კი ვერ ხერხდება. მაგალითად, ლიმაში ასეთი შემთხვევები, ყველაზე ხშირად, ავტომაგისტრალებსა და სანაპირო ზოლებზე ხდება. პერუს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ინტერნეტ პროვაიდერმა კომპანია Movistar-მა, ამ პრობლემასთან დაკავშირებით, ძალიან კარგი გამოსავალი მონახა და გადაწყვიტა, რომ სიჩქარესთან სიჩქარითვე ებრძოლა. კამპანია, რომელზეც Movistar-მა სააგენტო DDB-სთან ერთად იმუშავა, მძღოლის სიჩქარის გაკონტროლებას და სანაცვლოდ უფასო ინტერნეტს გულისხმობდა. სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, პროგრამა ავტომობილის სიჩქარეს მთელი მგზავრობის განმავლობაში აკონტროლებს, იმ შემთხვევაში, თუ ის ნორმაშია, მძღოლი კომპანიისგან საჩუქრად შესაბამისი რაოდენობის უსწრაფეს ინტერნეტს იღებს.

 

Buyers.ge – ქართული ონლაინ სივრცე ნებისმიერი კატეგორიის პროდუქციისთვის

უნიკოდმა ქართული მთავრული 46 ასონიშანი დაამტკიცა – სრულყოფილი ინტეგრაცია ციფრულ სამყაროში