in

სიცივე და 14-საათიანი საცობი Tesla-ს ავტომობილების წინააღმდეგ

რამდენად აზიანებს ეს ორი ფაქტორი ელექტრო მანქანების ეფექტიანობას?

“როდესაც სხვა მძღოლები მოიხმარდნენ საწვავს, როგორც ძრავის სამუშაოდ, ისე სითბოს შესანარჩუნებლად, ჩემი ელექტრო მანქანა ენერგიას ჭკვიანურად განკარგავდა და მხოლოდ ტემპერატურის რეგულირებაზე ზრუნავდა. თუ სხვები საწვავის ავზის დაცლაზე ღელავდნენ, ტესლა ენერგიის მომარაგებას ეფექტურად აკონტროლებდა და მშვიდად ყოფნის საშუალებას მაძლევდა”, — წერს დან კანინენი. კანინენი ერთ-ერთი იყო იმ ასეულობით მძღოლს შორის, რომელიც ვირჯინიის შტატში  I-95-ის მაგისტრალზე, უამინდობის გამო წარმოქმნილ საცობში მოხვდა. მან გზატკეცილზე 14 საათი დაჰყო. 

ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, რესურსის ამოწურვის მიზეზით გაჩერებულ ელექტრომობილებს გზატკეცილზე რამდენიმე მილი ჰქონდათ დაკავებული. კანადელმა სატვირთოს მძღოლმა მაგისტრალზე გადაღებული ფოტოები გაავრცელა სადაც ტესლას “მკვდარი” ავტომობილები იყო აღბეჭდილი. ამას ემატება Consumer Reports-ის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც ცივი ამინდი ელექტრო მანქანის ბატარეის რესურსს დაახლოებით 20%-ით ამცირებს. დაბალი ტემპერატურა ბატარეაში ქიმიურ რეაქციებს ანელებს. შედეგად, ტემპერატურის შესანარჩუნებლად და სალონის გასათბობად, ავტომობილი მეტ ენერგიას მოიხმარს. 

განსხვავებული წყაროებისგან მიღებული, სხვადასხვა ტიპის ეს მონაცემები, ცალსახად მიგვითითებს, რომ ელექტრო მანქანები ცივი ამინდისა და ხანგრძლივი საცობის პირობებში არაეფექტურია. 

თუმცა დან კანინენმა ამ აზრის სიმცდარის დასამტკიცებლად თავისი პირადი მაგალითი ბლოგ-პოსტის სახით შემოგვთავაზა. მისი თქმით, საცობში ელექტრო მანქანების მფლობელები ნაკლებად ღელავენ რესურსის ამოწურვაზე, რადგან ისინი რეგულარულად ტენიან ბატარეებს ღამით ან სამსახურში, ხოლო ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომობილის მძღოლები საწვავის ავზს გაცილებით იშვიათად ავსებენ. გარდა ამისა, მან თავი აარიდა დიდ რიგებს, რომელიც ბენზინგასამართ სადგურებზე წარმოიქმნა, რადგან ელექტრომობილების დასატენი პუნქტი გზატკეცილზე ყოველ 10 მილშია განთავსებული.

საგულისხმოა, რომ ის Tesla Model 3-ს მართავდა, რომელიც კომპანიის მოდელებს შორის ყველაზე მოკლე დისტანციისთვისაა შექმნილი. მისი თქმით, ავტომობილს კიდევ 50 მილის გავლა შეეძლო, როდესაც დასატენ პუნქტამდე მივიდა. მეტი დამაჯერებლობისთვის, კანინენმა, პოსტში დაამატა სურათი, სადაც საცობში ყოფნისას სალონში განთავსებულ ეკრანზე Netflix-ის ფილმს უყურებდა.

უარყოფითი უკუკავშირის გაცემა, ემპათიური ლიდერების ეფექტიანობას ამცირებს

electromobile

Renault Nissan Mitsubishi-ის ალიანსმა 2030 წლისთვის 35 ახალი ელექტრომობილის შექმნა დააანონსა